ტიაგო სილვა ევროპაში მოთამაშე წლის საუკეთესო ბრაზილიელად დაასახელეს

AutoSharing Option
პსჟ-ის მცველი ტიაგო სილვა ზედიზედ მესამედ გახდა ჯილდო Samba Gold-ის მფლობელი, რომელსაც ევროპაში მოთამაშე წლის საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელს აკუთვნებენ.

გამოკითხვა საიტ sambafoot.com-ზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის, 11 ათასმა ჟურნალისტმა ბრაზილიიდან და ევროპიდან. ასევე - ბრაზილიის ნაკრების რამდენიმე ყოფილმა მოთამაშემ.

სილვამ ხმათა 24,19% მიიღო, უკან კი მიუნხენის "ბაიერნის" მცველი დანტე (14,63%) და ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ოსკარი (8,20%) ჩამოიტოვა, რომლებიც შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებს დასჯერდნენ.

გამარჯვებულს ჯილდოს პარიზში, მომდევნო თვეში გადასცემენ.

ყოველწლიური პრემია Samba
Gold-ის მფლობელი უკვე მეექვსედ გამოვლინდა. სილვას გარდა, ჯილდოს მფლობელები არიან კაკა, ლუის ფაბიანო და მაიკონი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული