ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელის გადაბირებით ძალიან იყო დაინტერესებული თურქული "ბეშიქთაში". სურვილს არც სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელობა მალავდა და როდესაც 33 წლის ფეხბურთელს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა ამოეწურა, გავრცელდა ცნობა, რომ რონალდინიო "ბეშიქთაშს" შეუთანხმდა.
მაგრამ მოულოდნელად, რონალდინიომ ევროპაში დაბრუნების ნაცვლად თავის ამჟამინდელ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
2005 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელის აგენტმა არ უარყო "ბეშიქთაშიდან" შემოთავაზების მიღების ფაქტი, თუმცა
"ეს ისტორია ჟურნალისტების გამოგონილია. ჩვენ "ატლეტიკო მონეიროს" ხელმძღვანელობას შევხვდით, სადაც ყველა საკითხი შევათანხმეთ.
კლუბთან ბრწყინვალე ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და რონალდინიო ბედნიერია აქ. კლუბის გულშემატკივრები ჭკუიდან გადადიან მის გამო და პატივს სცემენ მის ოჯახს", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რონალდინიომ "ბებერი კონტინენტი" 2011 წელს დატოვა, მისი ბოლო ევროპული კლუბი კი "მილანი" იყო.
ასევე იხილეთ:
რონალდინიომ "ბეშიქთაში" "გადააგდო"