რონალდინიომ "ბეშიქთაში" "გადააგდო"

AutoSharing Option
ამერიკის კონტინენტის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა რონალდინიომ მოულოდნელად შეცვალა გადაწყვეტილება და თითქოს გადაწყვეტილი ტრანსფერის ნაცვლად თურქეთში, "ატლეტიკო მინეიროში" დარჩა.

33 წლის ფორვარდმა ყველაფერი (მათ შორის, ხელფასიც) შეათანხმა სტამბულის "ბეშიქთაშთან", ახლა კი "ატლეტიკო მინეიროსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.

"ოქროს ბურთის" 2005 წლის მფლობელმა სამშობლოში დარჩენა და ნაკრებში სამუნდიალედ ბრძოლა გადაწყვიტა. დღეისათვის მას ბრაზილიის ნაკრებში 97 მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული