ბრაზილიელმა მოდელმა რონალდინიოს პატივსაცემად ტატუ ინტიმურ ადგილზე გაიკეთა

AutoSharing Option
ბრაზილიელმა მოდელმა, მსახიობმა და დიჯეიმ, ვანესა ტასკეტომ რონალდინიოს პატივსაცემად ინტიმურ ადგილზე ტატუ - "R10" გაიკეთა.

რითი იყო განპირობებული ამ ფერხორციანი ლამაზმანის ეს ნაბიჯი, ძნელი გამოსაცნობია, თუმცა, პროფესიიდან გამომდინარე, პოპულარობას გამოდევნებულმა ვანესამ მიზანს გარკვეულწილად მიაღწია - ამის შესახებ პრაქტიკულად ყველა ბრაზილიურმა გამოცემამ დაწერა.

"რონალდინიო ბრწყინვალე ადამიანია, ყველა გაგებით. ის სამაგალითო პიროვნებაა და ურიგო არც საწოლშია. მე გაოცებული დავრჩი", - ვანესას ასეთ კომენტარს აქვეყნებს Comutricolor.com-ი.

საერთოდ კი, ეს ქალბატონი თავისი თამამი გამოხდომებით განთქმულია. მაგალითად, სამშობლოში პატოს დაბრუნებას მკერდზე გაკეთებული წარწერით გამოეხმაურა.

ტასკეტოს
ურთიერთობა ბრაზილიელ ფეხბურთელებთან ამით არ შემოიფარგლება. როგორც სამხრეთამერიკული გამოცემები წერენ, ერთი ხანობა ადრიანოსა და დანი ალვეშს ხვდებოდა...

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
შენისთანები რომ ყოფილიყო ყველა ქალი პლანეტა არ იქნებოდა დღეს,შენ უბედურო, დაწყევლილო.
zeqia
10:53 20-01-2014
0
ვაი რა გეჰველება საწყალო
levani
11:13 19-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული