ინციდენტი 1 თებერვალს დილით მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta dello Sport ავრცელებს.
კლუბის გულშემატკივრები, განაწყენებულები ბრაზილიელის ცუდი თამაშით, შეეცადნენ ფეხბურთელი დაეშინებინათ, რომ მას გუნდი დაეტოვებინა.
გარდა ამისა წყაროს ცნობით, ქომაგები კლუბის თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალსაც დაესხნენ თავს. სამედიცინო საკითხებში მრჩეველმა ჟოაკიმ გრავამ შედეგად გონება დაკარგა, ხოლო კლუბის სამი თანამშრომელი მობილური ტელეფონების გარეშე დარჩა.
"კორინთიანსმა" გულშემატკირების საქციელი საკუთარი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით უკვე დაგმო.