ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი. II ტური: მასპინძლების დომინაცია

AutoSharing Option
ლიბერტადორესის თასის მორიგმა სათამაშო დღემ მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. ოთხივე შეხვედრაში მასპინძელი გამოკვეთილი ფავორიტი იყო და საბოლოოდ, არგენტინულმა და ბრაზილიურმა კლუბებმა ეს სტატუსი გაამართლეს...

I ჯგუფში "ველეს სარსფილდმა" ბრაზილიის შარშანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენას, "ატლეტიკო პარანაენსეს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. ანგარიში ცენტრალურმა მცველმა ფერნანდო ტობიომ პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა, მატჩის მეორე გოლი კი 79-ე წუთზე ლუკას პრატომ გაიტანა.

"ატლეტიკოსგან" განსხვავებით, დიდი ანგარიშით იმარჯვეს ბრაზილიის ჩემპიონმა და ვიცე-ჩემპიონმა - "კრუზეირომ" "უნივერსიდად დე ჩილე" შეარცხვინა, "გრემიომ" კი "ატლეტიკო ნასიონალს" მოუგო. როგორც ხედავთ, ორივე
ბრაზილიურ კლუბს საკმაოდ სერიოზული მეტოქე ჰყავდა, მაგრამ ამას მათთვის ხელი არ შეუშლია, რომ ოპონენტების კარში ჯამში 8 გოლი გაეტანათ.

"მელიების" მხრიდან აშკარად საუკეთესო რიკარდო გულარტი იყო, რომელიც მიმდინარე ლიბერტადორესის თასის პირველი ჰეთ-თრიქის ავტორი გახდა. გარდა ამისა, 22 წლის ფეხბურთელმა თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა.

"გრემიოდან" კი აღსანიშნავია ალან რუისის გოლი - შარშან "სან ლორენსოს" რიგებში გაჩემპიონებულმა რუისმა ახალი კლუბის რიგებში თავისი პირველი გოლი გაიტანა. არგენტინელმა შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, მანამდე კი კოლუმბიელთა კარი ლუანმა და რამირომ დალაშქრეს.

მშვიდად იმარჯვა სარანდის "არსენალმაც". გუსტავო ალფაროს შეგირდებმა ვენესუელურ "დეპორტივო ანსოატეგისთან" გამართული მატჩის ბედი პირველ 45 წუთში გადაწყვიტეს - ამ დროს მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ, "დეპორტივო" კი ენმანუელ (დიახ, ასე ჰქვია) კალსადილიას გაძევების გამო კაცნაკლული იყო.

ტური 27 და 28 თებერვალს გაგრძელდება. ყველაზე დიდ ინტერესს ბოლო შეხვედრა იწვევს, რომელშიც "ნიუელს ოლდ ბოისი" ურუგვაულ "ნასიონალს" დაუპირისპირდება.

II ტური
I ჯგუფი

ველესი-ატლ. პარანაენსე 2:0
გოლები: 1:0 ტობიო (38), 2:0 პრატო (79)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ველესი 2 2 0 0 3-0 6
2. სტრონგესტი 2 1 0 1 1-1 3
3. ატლ. პარანაენსე 2 1 0 1 1-2 3
4. უნივერსიტარიო 2 0 0 2 0-2 0

V ჯგუფი

კრუზეირო-უნივ. დე ჩილე 5:1
გოლები: 1:0 რიკარდო გულარტი (34), 2:0 დაგობერტო (39), 3:0 რიკარდო გულარტი (43), 3:1 გ. ლორენსეტი (66), 4:2 რიკარდო გულარტი (85), 5:1 ვილიანი (90)

თ მ ფ წ ბ ქ
1. კრუზეირო 2 1 0 1 6-3 3
2. დეფენსორი 2 1 0 1 4-2 3
3. რეალ გარს. 2 1 0 1 3-5 3
4. უნივ. დე ჩილე 2 1 0 1 2-5 3

VI ჯგუფი

გრემიო-ატლ. ნასიონალი 3:0
გოლები: 1:0 ლუანი (29), 2:0 რამირო (65), 3:0 ა. რუისი (89)

თ მ ფ წ ბ ქ
1. გრემიო 2 2 0 0 4-0 6
2. ატლ. ნასიონალი 2 1 0 1 1-3 3
3. ნასიონალი 1 0 0 1 0-1 0
4. ნიუელსი 1 0 0 1 0-1 0

VIII ჯგუფი

არსენალი-დეპ. ანსოატეგი 3:0
გოლები: 1:0 ფურჩი (16), 2:0 კარერა (43), 3:0 კარალიო (51)
გაძევება: კალსადილია (45. დეპორტივო ანსოატეგი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. სანტოს ლაგუნა 2 2 0 0 3-0 6
2. არსენალი 2 1 0 1 3-1 3
3. პენიაროლი 2 0 1 1 1-3 1
4. დეპ. ანსოატეგი 2 0 1 1 1-4 1

ბომბარდირები: 3 - რიკარდო გულარტი (კრუზეირო); 2 - ბოსელი (ლეონი), ხუანმი კალეხონი (ბოლივარი), გ. ლორენსეტი (უნივერსიდად დე ჩილე), ნ. ოლივერა (დეფენსორი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული