აი, მთავარი კი 90-ე წუთის მერე მოხდა. მთავარ გმირებად არბიტრი ანდრეს მერლოსი და მისი ბრიგადა მოგვევლინა. პაუზები მატჩში კი იყო, მაგრამ სტუმრები უკვე იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ მსაჯმა 5 წუთი დაამატა. "ლანუსმაც" მე-6 დამატებულ წუთზე გაათანაბრა... ამის მერე კი მერლოსმა გუნდები კიდევ 5 წუთი ათამაშა.
თანაც, "არსენალს" ტყუილი თამაშგარე
მე კი იმას გეტყვით, რომ ლაუტარო აკოსტაზე პასამდე რომეროს ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ მერლოსმა ბურთი ჩათვალა და ეს ნერვიული მატჩიც დაასრულა. თუმცა ნერვიულობა და ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ჯერ მარტინ პალერმო, რომლის მეტსახელი ისედაც "ლოკოა"(გიჟი), სულ გაგიჟდა, მერე იგი აქეთ ამშვიდებდა შეგირდებს. განსაკუთრებით ემოციებში "არსენალის" მეკარე ესტებან ანდრადა გახლდათ.
მთავარ მსაჯსა და ლაინსმენებს აველიანედელების ფეხბურთელები და ჟურნალისტები დაესივნენ, პოლიციის კორდონის მობილიზება გარდაუვალი გახლდათ და არბიტრთა ბრიგადა ძლივს გაარიდეს იქაურობას. "არსენალს" "ლანუსი" ყველაზე მეტად ნამდვილად არ სძულს, მაგრამ არც გულზე ეხატება და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პრინციპისა და ღირსების საკითხი იყო, სტუმრებმა თავი დაჩაგრულად იგრძნეს, თორემ სატურნირო კუთხითაც ეს მატჩი ბევრს არაფერს უცვლიდათ.
ორი დღის მერე, როდესაც "რივერმა" თავისი მატჩი ჩაატარა და "ველეს სარსფილდთან" ორი ქულა დაკარგა, რივერელთა მთავარ მწვრთნელს, მარსელო გალიარდოს "ლანუსის" მიახლოებაზე ჰკითხეს, კონკურენტი უკვე ძალიან ახლოს არისო, რასაც გალიარდომ ირონიულად უპასუხა:
"ლანუსის" მატჩი ჯერ არ დასრულებულა, არა? უი, დასრულდა? მე მეგონა, ჯერ არ იყო დამთავრებული".
მოკლედ, "რივერი" 14 ჩატარებული მატჩის შემდეგ ისედაც წაუგებლად კი არის, მაგრამ ზედმეტად მიეჩვია ფრეებს და "ლანუსმა" სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა.
მოულოდნელი გახლდათ "ინდეპენდიენტეს" საშინაო მარცხი "ხიმნასია ლა პლატასთან", ისევე, როგორც "ატლეტიკო რაფაელას" მიერ საკუთარ კედლებში წაგება "გოდოი კრუსთან". მატჩი საუცხოო სანახავი გამოდგა და 52-ე წუთისთვის უკვე 3:3 იყო. თითქოს დამშვიდებული და ფრისკენ მიმავალი თამაში დუბლის ავტორის, ხაიმე ხავიერ აიოვის მაგივრად მინდორზე შესულმა ლეანდრო ფერნანდესმა არია, ვინც 88-ე წუთზე შეაგდო. ნესტორ სენსისნის ბიჭებმა კიდევ ერთხელ გათანაბრება ვეღარ მოახერხეს.
"ბელგრანომ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და მეორე ტაიმში მოუგვარა სამი გოლით ყველაფერი "დეფენსას" დაცვას. ესეკიელ ჩერუტიმ "როსარიო სენტრალის" მეკარეს ეფექტური დარტყმით გადაავლო თავზე ბურთი და ესტუდიანტესს" 3 ქულა მოუტანა.
"ბოკას" ემანუელ ჟიგლიოტის გვიანმა წყვილმა გოლმა მოაგებინა. "რასინგს" კი კვლავაც გუსტავო ბოუმ მოაგებინა, ვისაც უკვე 9 გოლი დაუგროვდა და თეოფილო გუტიერესს მხოლოდ ერთით ჩამორჩება.
პრიმეირა დივიზიონი. XIV ტური
ლანუსი-არსენალი 3:2
გოლები: 1:0 ს. რომერო (7), 1:1 ალემანი (16), 1:2 რ. კარერა (27), 2:2 დ. გონსალესი (2:2), 3:2 ლაუტარო აკოსტა (90+10)
ატლ. რაფაელა-გოდოი 3:4
გოლები: 0:1 ხ. აიოვი (8), 1:1 სერანო (22), 1:2 რ. რამირესი (29), 1:3 ხ. აიოვი (42), 2:3 ფ. გონსალესი (49), 3:3 ორსინი (52), 3:4 ლ. ფერნანდესი (88)
ოლიმპო-კილმესი 2:1
გოლები: 1:0 ა. მარტინესი (28), 2:0 კუერო (45), 2:1 ა. ფერნანდესი (80)
ბელგრანო-დეფენსა 3:0
გოლები: 1:0 სელარიანი (63), 2:0 ფურჩი (69), 3:0 ბენგტსონი (87)
ინდეპენდიენტე-ხიმნასია ლპ. 0:1
გოლი: 0:1 ლიხტი (59)
ესტუდიანტესი-როსარიო 1:0
გოლი: 1:0 ჩერუტი (28)
რასინგი-ბანფილდი 1:0
გოლი: 1:0 ბოუ (7)
ბოკა-ტიგრე 2:0
გოლები: 1:0 ჟიგლიოტი (71), 2:0 ჟიგლიოტი (83)
ველესი-რივერი 1:1
გოლები: 1:0 კარალიო (18), 1:1 მერკადო (38)
თ მ ფ წ ბ ქ
1. რივერ პლეიტი 14 9 5 0 29-8 32
2. ლანუსი 14 9 3 2 23-14 30
3. რასინგი 15 9 2 4 24-16 29
4. ინდეპენდიენტე 14 8 2 4 24-20 26
5. ბოკა ხუნიორსი 15 8 2 5 19-17 26
6. ესტუდიანტესი 14 7 2 5 17-16 23
7. ატლ. რაფაელა 15 6 4 5 20-18 22
8. ველესი 15 6 3 6 18-16 21
9. ბელგრანო 15 5 4 6 19-20 19
10. ნიუელსი 13 4 6 3 14-16 18
11. არსენალი 14 5 3 6 15-18 18
12. ტიგრე 14 5 2 7 19-18 17
13. სან ლორენსო 14 5 2 7 15-17 17
14. ხიმნასია ლპ. 15 4 5 6 10-12 17
15. გოდოი 15 4 5 6 26-33 17
16. ბანფილდი 15 4 4 7 17-17 16
17. როსარიო 15 5 1 9 17-22 16
18. ოლიმპო 15 3 4 8 10-20 13
19.კილმესი 15 2 6 7 16-23 12
20. დეფენსა 14 3 3 8 16-27 12
ბომბარდირები: 10 - თეოფილო გუტიერესი (რივერ პლეიტი); 9 - გუსტავო ბოუ (რასინგი), ფედერიკო მანკუელო (ინდეპენდიენტე), სილვიო რომერო (ლანუსი); 8 - ლუკას პრატო (ველეს სარსფილდი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"