რატომ გამოუსახა გალიარდოს გადიდებული სასქესო ორგანო - მოქანდაკემ განმარტა

AutoSharing Option
შაბათს ბუენოს-აირესის "მონუმენტალის" სტადიონთან მარსელო გალიარდოს ძეგლი გახსნეს. რვამეტრიან ქანდაკებაზე გალიარდოა გამოსახული, რომელსაც ლიბერტადორესის თასი აქვს აღმართული. ძეგლის გახსნას თავად გალიარდო დაესწრო.

ბევრმა ყურადღება იმას მიაქცია, რომ ქანდაკებაზე გალიარდოს სასქესო ორგანო "შარვლიდან" ზედმეტად დიდი ზომისა მოჩანს. მოქანდაკე მერსედეს სავალას თქმით, მან ეს სპეციალურად გააკეთა.

"ფეხბურთში ხშირად ამბობენ: "შენ კვერცხები უნდა გქონდეს". აი, ამიტომ გავუკეთე სხეულის ეს ნაწილი უფრო შესამჩნევი. ეს გულშემატკივრებისადმი ჟესტია.

საბედნიეროდ, გალიარდოს ამასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება არ მოუთხოვია და მშვიდად მუშაობის საშუალება მომცა", - განაცხადა სავალამ La Nacion-თან ინტერვიუში.

გალიარდომ "რივერ პლეიტში" თამაშისას 1996 წელს მოიგო ლიბერტადორესის თასი, 2015 და 2018 წლებში კი ამ ტურნირზე მწვრთნელის რანგში გახდა გამარჯვებული.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რონალდოს ქანდაკება იქნებოდა მაგარი.ცოცარის ქანდაკებას გააკეთებდა და ზედ რონალდოს მიაწებებდა
გელა
08:19 31-05-2023
3
ვერ არია დალაგებულები
1

სიახლეები პოპულარული