Goal.com-მა ხუთივე "დიდების დარბაზში" შეიყვანა, თუმცა გადაწყდა ყოველდღიურად მხოლოდ ერთი მათგანის წარდგენა.
პირველ დღეს პირველი გამარჯვებული, ზინედინ ზიდანი წარვადგინეთ (იხილეთ ვრცლად), დღეს პელეს ჯერია.
ფეხბურთელი, რომელიც 17 წელიწადი ემსახურებოდა ბრაზილიის ნაკრებს და 92 მატჩში 77 გოლიც გაიტანა, საიტის მკითხველებმა უპირობოდ შეიყვანეს "დიდების დარბაზში". მან მუნდიალი სამჯერ მოიგო 1958, 1962 და 1970 წლებში.
ზიდანის და პელეს შემდეგ საიტი მესამე ლაურეატს დღეს, 12 ნოემბერს შემოგვთავაზებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"