Goal.com: პელე დიდების დარბაზში

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა დაიწყო ახალი პროექტი - "დიდების დარბაზი". მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საიტის ექსპერტებმა შეარჩიეს ლეგენდარულ ფეხბურთელთა 15-კაციანი სია, რომელთაგან საიტის ასეულათასობით მკითხველმა წლეულს 5 გამოარჩია.

Goal.com-მა ხუთივე "დიდების დარბაზში" შეიყვანა, თუმცა გადაწყდა ყოველდღიურად მხოლოდ ერთი მათგანის წარდგენა.

პირველ დღეს პირველი გამარჯვებული, ზინედინ ზიდანი წარვადგინეთ (იხილეთ ვრცლად), დღეს პელეს ჯერია.

ფეხბურთელი, რომელიც 17 წელიწადი ემსახურებოდა ბრაზილიის ნაკრებს და 92 მატჩში 77 გოლიც გაიტანა, საიტის მკითხველებმა უპირობოდ შეიყვანეს "დიდების დარბაზში". მან მუნდიალი სამჯერ მოიგო 1958, 1962 და 1970 წლებში.
"სანტოსის" რიგებში პელემ 600-ზე მეტი გოლი გაიტანა ბრაზილიის ჩემპიონატში, კარიერა კი ნიუ იორკის "კოსმოსში" დაასრულა.

ზიდანის და პელეს შემდეგ საიტი მესამე ლაურეატს დღეს, 12 ნოემბერს შემოგვთავაზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული