არგენტინა. პრიმეირა დივიზიონი. ბოლო ტური: ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის

AutoSharing Option
არგენტინის ჩემპიონატის ბოლო ტური ორი მთავარი მატჩის გარეშე ჩატარდა. "რივერ პლეიტს" კოპა სუდამერიკანას ფინალი აქვს სათამაშო და ანგარიში გაუწიეს. პირველი მატჩი "რივერმა" უკვე გამართა კოლუმბიაში "ატლეტიკო ნასიონალთან" და ლეონარდო პისკულიჩის გოლის წყალობით მედელინში არ წააგო - 1:1.

ახლა კი, ჩვენი დროით ოფიციალურად უკვე 11 დეკემბერი რომ იქნება, 4:15 საათზე საპასუხო მატჩი ელოდება "მონუმენტალზე". აქედან სამ დღეში "რივერი" "კილემსს" ეწვევა და მოგებას შეეცდება, თან კი იმედს დაიტოვებს, რომ პარალელურად, "რასინგი" შინ ვერ დაამარცხებს "გოდოის". მოკლედ, ყველაფერი აველიანედელთა ხელშია.

უმოტივაციო მატჩებიდან ხულიო
სეზარ ფურშის ჰეთ-თრიკი გამოვარჩიოთ, მისმა "ბელგრანომ" 4:0 მოუგო "ინდეპენდიენტეს". "ესტუდიანტესმა" "ტიგრეს სძლია 6-გოლიან შეხვედრაში და ექვსეულსა და დანარჩენებს შორის ფორმალური, მაგრამ გამოკვეთილი ხაზი გაავლო. "სტუდენტების" რიგებში ახალგაზრდა გვიდო კარილიომ გაიტანა, დიეგო ვერა გოლს პლუს პასით გამოირჩა, ხოლო მატიას აგირეგარაი 2 საგოლე გადაცემით.

რობერტო ნესტორ სენსინის "ატლეტიკო რაფაელა" საკუთარი ქომაგის თვალწინ შერცხვა. თუნდაც უმოტივაციო მატჩის შინ წაგება, თანაც ანგარიშით 1:6 ნამდვილად არასასიამოვნოა. მასპინძლები ასეთ დღეში მარტინ პალერმოს "არსენალმა" ჩააგდო. საკუთარ კედლებში წაგებით დაასრულა ჩემპიონატი "ბოკა ხუნიორსმაც", რომელსაც "ხიმნასია ლა პლატამ" აჯობა. მატჩის გმირი 21 წლის პარაგვაელი ხორხე ლუის როხასი გახდა, ვინც ჯერ თავად გაიტანა, ხოლო მერე საგოლე პასი მიითვალა.

არგენტინის ჩემპიონატის მომავალ სეზონსა და ახალ ფორმატზე კი გადამწყვეტი მატჩებისა და ჩემპიონის გარკვევის მერე ვისაუბროთ.

პრიმეირა დივიზიონი. ბოლო ტური
ესტუდიანტესი-ტიგრე 4:2
გოლები: 1:0 ვერა (5), 1:1 რინკონი (12), 2:1 გ. კარილიო (49), 3:1 გ. კარილიო (71), 3:2 იტაბელი (79), 4:2 შუნკე (84)

ველესი-სან ლორენსო 0:2
გოლები: 0:1 ვილიალბა (84), 0:2 ს. დომიგესი (89-ს.კ-ში)

ატლ. რაფაელა-არსენალი 1:6
გოლები: 0:1 ალემანი (17), 0:2 ალემანი (19), 0:3 სელაია (29), 0:4 ს. პალასიოსი (61), 0:5 ჩიმინო (79), 0:6 გოდოი (82), 1:6 ორსინი (88)

ოლიმპო-დეფენსა 0:0

ბანფილდი-როსარიო 2:3
გოლები: 0:1 ლასო (9), 1:1 სალსედო (50-პენ.), 2:1 კასარესი (65), 2:2 ნიელი (71), 2:3 ნიელი (90+2)

ბელგრანო-ინდეპენდიენტე 4:0
გოლები: 1:0 ფურში (12), 2:0 ფურში (35), 3:0 ფ. მარკესი (60), 4:0 ფურში (81)

ნიუელსი-ლანუსი 0:0

ბოკა-ხიმნასია ლპ. 0:2
გოლები: 0:1 როხასი (11), 0:2 ვეგეტი (46)

14 დეკემბერი
რასინგი-გოდოი
კილმესი-რივერ პლეიტი

თ მ ფ წ ბ ქ
1. რასინგი 18 12 2 4 29-16 38
2. რივერ პლეიტი 18 10 6 2 33-13 36
3. ლანუსი 19 10 5 4 28-23 35
4. ინდეპენდიენტე 19 10 3 6 31-29 33
5. ბოკა ხუნიორსი 19 9 4 6 25-23 31
6. ესტუდიანტესი 19 9 4 6 23-23 31
7. ტიგრე 19 8 2 9 30-26 26
8. სან ლორენსო 19 8 2 9 26-22 26
9. არსენალი 19 7 5 7 27-25 26
10. ბელგრანო 19 7 4 8 26-26 25
11. ველესი 19 7 4 8 21-22 25
12. ნიუელსი 19 6 7 6 21-24 25
13. ატლ. რაფაელა 19 7 4 8 25-29 25
14. ხიმნასია 19 6 6 7 16-15 24
15. გოდოი 18 5 6 7 31-38 21
16. როსარიო 19 6 3 10 21-28 21
17. ბანფილდი 19 5 5 9 25-25 20
18. დეფენსა 19 5 5 9 19-30 20
19. ოლიმპო 19 4 7 8 15-22 19
20. კილმესი 18 2 6 10 17-30 12

ბომბარდირები: 11 - ლუკას პრატო (ველეს სარსფილდი), მაქსი როდრიგესი (ნიუელს ოლდ ბოისი), სილვიო რომერო (ლანუსი); 10 - გუსტავო ბოუ (რასინგი), თეოფილო გუტიერესი (რივერ პლეიტი), ფედერიკო მანკუელო (ინდეპენდიენტე); 9 - ბრაიან ალემანი (არსენალი), ხაიმე ხავიერ აიოვი (გოდოი კრუსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული