არგენტინა. პრიმეირა დივიზიონი. ბოლო ტური: ავე(!)ლიანედა - რასინგი ჩემპიონია

AutoSharing Option
არგენტინის ჩემპიონატის ბოლო ტურში სასწაული არ მოხდა, თუ "რასინგის" ჩემპიონობას არ დავარქმევთ პატარა სასწაულს.

აველიანედელებმა ბრწყინვალე შანსი ხელიდან არ გაუშვეს. მათ, უბრალოდ, უნდა მოეგოთ და ჩემპიონები ხდებოდნენ, რაც მათ გააკეთეს კიდეც. საკუთარი ფანების თვალწინ დიეგო მარტინ კოკას გუნდმა "გოდოი კრუსთან" გამარჯვებით იზეიმა პრიმეირა დივიზიონში ტრიუმფი. შეხვედრის ერთადერთი გოლი რიკარდო სენტურიონმა შეაგდო გასტონ დიასის პასით.

მეორე, პარალელურ მატჩში "რივერ პლეიტმა" თამაშის მიწურულს კი გაუტანა "კილმესს", მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. "რივერ პლეიტი" ამჯერად კოპა სუდამერიკანას მოგებას უნდა დასჯერდეს, რომლის ფინალის გამოც
იყო კიდეც გადადებული ეს ორი გადამწყვეტი შეხვედრა ჩემპიონატში.

"რივერმა" ყურადღება იქით გადაიტანა და "ატლეტიკო ნასიონალს" ორმატჩიანი დუელი მოუგო (1:1, 2:0).

"რასინგმა" ბოლო მონაკვეთი საუცხოოდ ჩაატარა და პირველობა ნამდვილად დაიმსახურა. უკანასკნელი 9 მატჩიდან ამ გუნდმა 8 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ამ 8 შეხვედრაში აველიანედელებს ერთი გოლიც კი არ გაუშვიათ და აქედან 5 თამაშში ერთნაირი ანგარიშით, 1:0 იმარჯვეს.

ისინი ბოლოს 2001 წელს გაჩემპიონდნენ, იქამდე კი, 1966 წელს ჰქონდათ ჩემპიონობა მოპოვებული. სულ ეს "რასინგის" მე-17 პირველი ადგილია, რაც ნიშნავს, რომ ამ გუნდმა ერთით გაასწრო "ინდეპენდიენტეს" და ორით - "სან ლორენსოს" და მესამე ადგილზე გადავიდა. ჩემპიონობების რაოდენობით მეორე პოზიციაზე "ბოკა ხუნიორსია" 30 ტიტულით, ხოლო პირველზე "რივერ პლეიტი" - 36-ით.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ჩემპიონატიდან არავინ ვარდებოდა, რადგან მომავალი სეზონიდან არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ კიდევ ახლებურად ჩახლართული ფორმატი მოიფიქრა, გადაწყვიტა, ორი ტურნირი გააერთიანოს და ერთი 30-გუნდიანი შეჯიბრება ჩაატაროს, რომლის მონაწილე კლუბებიც ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან, ხოლო 30-ე ტური ე.წ. ისტორიული დაპირისპირებების, დერბების ტური იქნება.

კილმესი-რივერი 0:1
გოლი: 0:1 სანჩესი (81)

რასინგი-გოდოი 1:0
გოლი: 1:0 სენტურიონი (48)

თ მ ფ წ ბ ქ
1. რასინგი 19 13 2 4 30-16 41
2. რივერი 19 11 6 2 34-13 39
3. ლანუსი 19 10 5 4 28-23 35
4. ინდეპენდიენტე 19 10 3 6 31-29 33
5. ბოკა 19 9 4 6 25-23 31
6. ესტუდიანტესი 19 9 4 6 23-23 31
7. ტიგრე 19 8 2 9 30-26 26
8. სან ლორენსო 19 8 2 9 26-22 26
9. არსენალი 19 7 5 7 27-25 26
10. ბელგრანო 19 7 4 8 26-26 25
11. ველესი 19 7 4 8 21-22 25
12. ნიუელსი 19 6 7 6 21-24 25
13. ატლ. რაფაელა 19 7 4 8 25-29 25
14. ხიმნასია 19 6 6 7 16-15 24
15. როსარიო 19 6 3 10 21-28 21
16. გოდოი 19 5 6 8 31-39 21
17. ბანფილდი 19 5 5 9 25-25 20
18. დეფენსა 19 5 5 9 19-30 20
19. ოლიმპო 19 4 7 8 15-22 19
20. კილმესი 19 2 6 11 17-31 12

ბომბარდირები
11 - ლუკას პრატო (ველეს სარსფილდი)
მაქსი როდრიგესი (ნიუელს ოლდ ბოისი)
სილვიო რომერო (ლანუსი)
10 - გუსტავო ბოუ (რასინგი)
თეოფილო გუტიერესი (რივერ პლეიტი)
ფედერიკო მანკუელო (ინდეპენდიენტე)
9 - ბრაიან ალემანი (არსენალი)
ხაიმე ხავიერ აიოვი (გოდოი კრუსი)

საუკეთესო მეპასეები
8 - ფედერიკო გონსალესი (ატლეტიკო რაფაელა)
7 - გასტონ დიასი (რასინგი)
6 - ფედერიკო მანკუელო (ინდეპენდიენტე)
ფედერიკო კარისო (ბოკა ხუნიორსი)
ლეონარდო პისკულიჩი (რივერ პლეიტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული