პრესაში ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ოსვალდომ გუნდის ვარჯიში გააცდინა.
Мinutouno.com-ის ცნობით, ბოროტმოქმედებმა ბარონის მანქანა გააჩერეს და ავტომობილის გასაღები მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ მათ ხიმენა მანქანიდან გადმოიყვანეს, სცემეს და ძვირფასი ნივთები წაართვეს.
ბოროტმოქმედებმა ლამაზმანის მანქანა გაიტაცეს და ამ დროისთვის მათზე ძებნაა გამოცხადებული.
შეგახსენებთ, რომ ადრე ოსვალდო "ლეჩეში", "ფიორენტინაში", "ბოლონიაში", "ესპანიოლში", "რომაში", "საუთჰემპტონში", ტურინის "იუვენტუსსა" და მილანის "ინტერში" გამოდიოდა.