არტურო ვიდალი თავისი "ფერარით" ავარიაში მოყვა [PHOTO]

AutoSharing Option
ჩილეს ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი არტურო ვიდალი ავარიაში მოყვა. ამის შესახებ Marca იუწყება.

როგორც ირკვევა, 16 ივნისს ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად ადგილობრივ კაზინოს სტუმრობდა, უკანა გზაზე კი მისი "ფერარი" ორ ავტომობილს შეეჯახა.

ვიდალმა ავარიის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო, თუმცა გამოკვლევისთვის საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს. ახლა ფეხბურთელმა სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს. ამბობენ, რომ ვიდალი ავტომობილის საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი კოპა ამერიკაზე ასპარეზობს, რომელსაც მისი სამშობლო მასპინძლობს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული