კოპა ამერიკა 2015: არგენტინა, პარაგვაი და ურუგვაი მეოთხედფინალში გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
20 ივნისს ჩილეში მიმდინარე კოპა ამერიკაზე B ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

ლა სერენეში ურუგვაის და პარაგვაის ნაკრებებმა ფრედ 1:1 ითამაშეს. 29-ე წუთზე ურუგვაი მადრიდის "ატლეტიკოს" მცველმა ხოსე მარია ხიმენესმა დააწინაურა, მაგრამ 44-ე წუთზე პარაგვაის ქულა ლუკას ბარიოსმა მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯგუფის მეორე მატჩში არგენტინის ნაკრებმა 1:0 დაამარცხა იამაიკა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე გონსალო იგუაინმა გაიტანა, საგოლე პასი ანხელ დი მარიას ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არგენტინის და პარაგვაის ნაკრებები მეოთხედფინალში ითამაშებენ, ისევე, როგორც ურუგვაის ნაკრები, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი.

შეგახსენებთ,
რომ კოპა ამერიკაზე სამი ჯგუფია, 2-2 საუკეთესო გუნდს პლეი ოფში 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი ემატება.

სატურნირო მდგომარება ჯგუფში:
1. არგენტინა - 7 ქულა, 2. პარაგვაი - 5, 3. ურუგვაი - 4, 4. იამაიკა - 0.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული