43 წლის რივალდომ ფეხბურთელის კარიერის განახლება გადაწყვიტა

AutoSharing Option
ცნობილმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რივალდომ, რომელმაც ეროვნულ გუნდთან ერთად 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, მოთამაშის კარიერის განახლება გადაწყვიტა.

ამის შესახებ 43 წლის რივალდომ სოციალურ ქსელში დაწერა.

"ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, "მოჟი-მირინის" ფეხბურთელთა გუნდს შევუერთდე. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ვითამაშებ. 15 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პროფესიონალურ დონეზე თამაში შევწყვიტე, თუმცა მუხლში ძალა მერჩის. ვფიქრობ, ზოგიერთ მატჩში გუნდისთვის დახმარებას შევძლებ, თუმცა ყველაფერი ვარჯიშებზე გამოჩნდება", - დაწერა რივალდომ.

რივალდო კლუბ "მოჟი-მირინის" პრეზიდენტია, რომელიც სერია B-ში გამოდის. 8 ტურის შემდეგ გუნდი სატურნირო ცხრილის
ფსკერზეა, მის აქტივში კი მხოლოდ 3 ქულაა. სწორედ ამ გუნდის გადარჩენა სურს ბრაზილიელს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული