რობერტო კარლოსი: ჩემი მემკვიდრე მარსელოა

AutoSharing Option
ქარიზმატული ბრაზილიელი ფეხბურთელი რობერტო კარლოსი, რომელსაც "სელესაოში" 125 მატჩი აქვს ჩატარებული (11 გოლი), უკვე დაახლოებით 2 წელია მწვრთნელობს. ამ საქმიანობაში, შესაძლოა, ჯერ ისეთი წარმატებული ვერ არის, როგორი ფეხბურთელიც იყო, მაგრამ ჯერ მხოლოდ 42 წლისაა და ვინ იცის...

რაც მთავარია, იგი კვლავ მსოფლიოს ნომერ პირველ სპორტშია აქტიურად ჩაბმული.

ბრაზილიელის სამწვრთნელო კარიერა თურქულ "სივასში" დაიწყო, რასაც "აქჰისარი" მოჰყვა, ცოტა ხნის წინ კი იგი "ალ-არაბის" თავკაცად დაინიშნა. გთავაზობთ ბრაზილიელთან მოკლე ინტერვიუს.

- თქვენ მ
არცხენა მცველის ახლებური ვარიანტი და სტილი შექმენით, როგორიც მსოფლიოს იქამდე არ ენახა. ვინ არის ახალი რობერტო კარლოსი? აქვს ვინმეს ასეთი თვისებები და არის ამ დონის?
- მარსელო, ის საუკეთესოა.

- თქვენს ყოფილ კლუბში, მადრიდის "რეალში" კარლო ანჩელოტის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად რაფაელ ბენიტესი დაინიშნა. ამაზე რას იტყვით?
- კარლო ანჩელოტი ფანტასტიკური მწვრთნელია. თუმცა ახლა გუნდს ახალი თავკაცი ჰყავს ბენიტესის სახით, რომელიც ასევე დიდებული სპეციალისტია და ზურგს წარსულის წარმატებები უმაგრებს. ვფიქრობ, მას ესპანურ ფეხბურთში წარმატებების მიღწევა არ გაუჭირდება. მისთვის იქაური ატმოსფერო ძალიან კარგად ნაცნობია და ეს უპირატესობაა.

- ყოფილ თანაგუნდელებთან და კოლეგებთან თუ გაქვთ კვლავ კონტაქტი და "სამეფო გუნდის" გასულ სეზონს როგორ შეაფასებთ?
- ვესაუბრები ხოლმე მარსელოს, სერხიო რამოსს, იკერ კასილიასს. წინა სეზონი ჩვენთვის ცოტა ცუდი და წარუმატებელი იყო. თუმცა მომავალი სეზონი წინ არის და კლუბს დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლია.

- თქვენთვის "ალ-არაბის" კარი გაიღო. ყატარის ვარსკვლავთა ლიგაზე რას იტყვით? როგორ ვითარდება ამ რეგიონში ფეხბურთი? მაგალითად, "ალ სადში" ჩავი გადავიდა...
- ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რამდენიმე წელიწადში ყატარი მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს და მსოფლიო დონის ვარსკვლავების მოწვევა ძალიან კარგია, ეს ინტერესს გაზრდის და ფეხბურთის დონეს ასწევს. ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ იმით, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობას მეც მივიღებ. ჩვენ მშვენიერ გუნდს შევქმნით, რომელიც იზრუნებს იმაზე, რომ ყატარმა ისტორიაში გამორჩეული მუნდიალი ჩაატაროს.

P.S. 3 ივლისს რობერტო კარლოსმა, მოულოდნელად, დატოვა ყატარი და ინდოეთში, "დელი დინამოს" მთავარი მწვრთნელი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული