ლიბერტადორესის თასი: "რივერ პლეიტი" ფინალში, ცხრა წლის მერე

AutoSharing Option
არგენტინული "რივერ პლეიტი" ლიბერტადორესის თასის ფინალში გავიდა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და ცნობილი კლუბი ამ პრესტიჟული შეჯიბრების ფინალში 1996 წლის მერე არ ყოფილა...

არგენტინულმა გრანდმა ნახევარფინალში "გუარანი" ჩამოიშორა. პირველი მატჩი "რივერს" 2:0 ჰქონდა მოგებული და საპასუხო შეხვედრაში პარაგვაული კლუბი 61-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც ფერნანდო ფერნანდესმა მარსელო პალაუს დარტყმულს დაამატა.

მასპინძლებს მალევე მეორე გოლის გატანის ერთი-ორი შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ... საბოლოოდ, აქეთ გაუშვეს. შეცვლაზე შესულმა ფერნანდო კავენაგიმ კარგი პასი გაუჭრა ლუკას ალარიოს, რომელმაც ინტრიგა მოკლა.

არადა, "გუარანი" ზედიზედ მესამე პარაგვაული გუნდი გახდებოდა
"ოლიმპიასა" და "ნასიონალის" შემდეგ, რომელიც ლიბერტადორესის თასის ფინალში გავიდოდა. ჩემპიონთა ლიგის სამხრეთამერიკული ვერსიის მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს, გამთენიისას გაირკვა. მექსიკურ "ტიგრეს" "ინტერნასიონალთან" ბრაზილიაში წაგებული 1:2 ჰქონდა მოსაბრუნებელი.

"ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია. ძალიან ბედნიერი ვარ", - თქვა მატჩის შემდეგ 22 წლის ალარიომ.

"რივერ პლეიტის" მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდო: "ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა და სასიხარულოა, რომ ამხელა პაუზის შემდეგ ლიბერტადორესის თასის ფინალში ისევ ვითამაშებთ. ამას დიდი ხანი ველოდით. მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით. გატანილი გოლის მერე მეტოქემ ზეწოლა გააძლიერა, მაგრამ ვიცოდით, ამას როგორ გავმკლავებოდით".

გალიარდოსთვის ეს განსაკუთრებული მიღწევაა და თუ "რივერ პლეიტი" ფინალშიც იმარჯვებს, ეს მისთვის ორმაგად საამაყო ტრიუმფი იქნება, რადგან 1996 წელს, ანუ ბოლოჯერ, როდესაც "რივერი" ამ ტურნირის ფინალში გავიდა და მოიგო კიდეც, გალიარდო ამ კლუბის ფეხბურთელი იყო, ახლა კი მწვრთნელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
9 წლის მერე, თუ 19 წლის მერე?:))
გიორგი
11:01 24-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული