დიეგო მარადონამ სკანდალური მატჩის არბიტრი მოინახულა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა დიეგო მარადონამ ტუნისში იმოგზაურა და 29 წლის წინანდელი მოვლენა გაიხსენა.

სოციალურ ქსელში მარადონამ დაწერა, რომ გასულ უქმეებზე ტუნისს სტუმრობდა ერთადერთი მიზნით - შეხვედროდა 72 წლის ალი ბენ ნასერს. ეს არის არბიტრი, რომელიც ემსახურებოდა მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის სკანდალურად ცნობილ მეოთხედფინალს არგენტინისა და ინგლისის ნაკრებების მონაწილეობით.

დიეგო ბენ ნასერთან ბოდიშის მოსახდელად ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის წინ ბენ ნასერმა ჩათვალა გოლი, რომელიც მარადონამ ხელით გაიტანა, რითაც არგენტინის ნაკრებს 2:1 მოგებაში დაეხმარა.

მოგვიანებით, არგენტინელები მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, მათი ლიდერი და
კაპიტანი მარადონა - ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი.

მთელი ამ დროის განმავლობაში, დიეგოს კავშირი ჰქონდა ბენ ნასერთან, რომელიც იმ ლეგენდარული მატჩის შემდეგ საერთაშორისო ტურნირებს ჩამოაშორეს. მარადონამ მსაჯს არგენტინის ნაკრების მაისური უსახსოვრა წარწერით - "სიცოცხლის ბოლომდე ჩემი მეგობრისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეორე გოლი მართლა ზღაპრული იყო... ისე იმ თამაშში ინგლისს შანსი არ ჰქონდა
თემო
11:38 20-08-2015
0
გიორგის: ლინეკერთან იყო უკვე. იუთუბზე უნდა იყოს მათი შეხვედრის ვიდეო. ძალიან მეგობრულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი.
გიგლია
11:24 20-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული