კოლუმბიის ნაკრების მცველი პაბლო არმერო ქალზე ძალადობის გამო დააკავეს

AutoSharing Option
კოლუმბიის ნაკრების მცველი პაბლო არმერო მაიამიში დააკავეს, სადაც ახლახან მისმა ეროვნულმა გუნდმა ჰაიტის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა (3:1).

6 South Florida-ს ცნობით, სამართალდამცველებს ტელეფონით იმ სასტუმროს თანამშრომელი დაუკავშირდა, სადაც არმერო იყო დაბინავებული. ადგილზე მისულ პოლიციელებს ფეხბურთელის ნომერში ატირებული ქალი დახვდათ, რომელსაც თმა ნაწილობრივ ჰქონდა შეჭრილი.

როგორც ქალის ნაამბობიდან ირკვევა, არმერომ და მან სასტუმროს გარეთ ალკოჰოლური სასმელი მიიღეს. ნომერში დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელმა მას ინტიმური კავშირი მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი, დასჯის მიზნით, ხელში მაკრატელი აიღო და თმის შეჭრა დაუწყო.

ქალის განცხადებით,
რომლის ვინაობისა და სტატუსის შესახებ უცნობია, ეს ტიპური ოჯახური ძალადობა იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული