დღეს, 14 ოქტომბრის გამთენიისას, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ჯგუფის მეორე რაუნდში ჩილემ კოლუმბიას უმასპინძლა.
მატჩმა მოლოდინი გაამართლა და ჩვენ მივიღეთ უხვგოლიანი ფრე.
ჩილე - კოლუმბია 2:2
გოლის ავტორები: ჯეფერსონ ლერმა 0:1 (7), არტურო ვიდალი 1:1 (38), ალექსის სანჩესი 2:1 (41), რადამელ ფალკაო 2:2 (90+1).
ორი ტურის შემდეგ კოლუმბია 4 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ჩილე 1 ქულით - მეშვიდეს.
შემდეგ თამაშს ჩილე 12 ნოემბერს პერუსთან გამართავს, ხოლო კოლუმბია ურუგვაის უმასპინძლებს.