6 South Florida-ს ცნობით, სამართალდამცველებს ტელეფონით იმ სასტუმროს თანამშრომელი დაუკავშირდა, სადაც არმერო იყო დაბინავებული. ადგილზე მისულ პოლიციელებს ფეხბურთელის ნომერში ატირებული ქალი დახვდათ, რომელსაც თმა ნაწილობრივ ჰქონდა შეჭრილი.
როგორც ქალის ნაამბობიდან ირკვევა, არმერომ და მან სასტუმროს გარეთ ალკოჰოლური სასმელი მიიღეს. ნომერში დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელმა მას ინტიმური კავშირი მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი, დასჯის მიზნით, ხელში მაკრატელი აიღო და თმის შეჭრა დაუწყო.
ქალის განცხადებით,