კოპა ამერიკა. A ჯგუფი: მასპინძელმა აშშ-მა გახსნით მატჩში კოლუმბიასთან წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 4 ივნისს, გამთენიისას, აშშ-ში სტარტი აიღო კოპა ამერიკის გათამაშებამ. გახსნით მატჩში ტურნირის მასპინძლები კოლუმბიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ.
იხილეთ გახსნის ცერემონიალის ვიდეო
Sportall.Ge

სანტა-კლარაში, სტადიონ "ლევაისზე" გამართულ შეხვედრაში კოლუმბიელებმა ანგარიში უკვე მე-8 წუთზე გახსნეს. ზუსტი დარტყმით "მილანის" მცველი კრისტიან საპატა გამოირჩა, საგოლე პასი კი ედვინ კარდონამ შეასრულა. 42-ე წუთზე კოლუმბიელთა უპირატესობა ორბურთიანი "რეალის" ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა 11-მეტრიანით გახადა.

შეხვედრის მეორე ნახევარში აშშ-ის ნაკრები ცდილობდა მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ამაოდ - იურგენ კლინსმანის შეგირდებმა მარცხს თავი ვერ დააღწიეს.

შედეგად, კოპა ამერიკის A ჯგუფში, სადაც ასევე გამოდიან კოსტა-რიკისა და პარაგვაის ნაკრებები, კოლუმბია გალიდერდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული