ამის შესახებ ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტმა რობერტო დე ანდრადემ განაცხადა. ტიტესთან ერთად ეროვნულ ნაკრებში მისი ასისტენტებიც იმუშავებენ.
55 წლის სპეციალისტი "კორინთიანსში" 2010-დან 2013 წლამდე და 2015-16 წლებში მუშაობდა.
მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა ორჯერ მოიგო ბრაზილიის ჩემპიონატი, ერთხელ ლიბერტადორესის თასი.
შეგახსენებთ, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დუნგა კოპა ამერიკა 2016-ის ჯგუფში ჩარჩენის გამო მოხსნეს.
მომზადებულია ESPN-ის მიხედვით