ოფიციალურად: ტიტე ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ნაკრების მთავარ მწვრთნელად ტიტეს დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.

55 წლის სპეციალისტმა, რომელიც აქამდე "კორინთიანსში" მუშაობდა, ნაკრებში დუნგა შეცვალა, რომელმაც ბრაზილია კოპა ამერიკა 2016-ზე ჯგუფიდან ვერ გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამე ნაკრებს 1987 წლის შემდეგ არ დამართნია.

"აეროპორტიდან გამოსვლისას ვიღაცამ მითხრა: "ტიტე, ახლა შენ 200 მლნ გულშემატკივარი გადევნებს თვალს.

ვაცნობიერებ, რა პასუხისმგებლობა მაქვს და მზად ვარ სამუშაოდ. შევეცდები, ნაკრების შედეგები გავაუმჯობესო.

ჩვენი ამოცანაა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გავიდეთ. მჯერა, რომ კარგად ვიმუშავებთ საგზურის მოსაპოვებლად, მაგრამ რა თქმა უნდა, რისკიც
არსებობს", - თქვა ტიტემ.

აქვე გეტყვით, რომ ტიტემ "კორინთიანსი" ბრაზილიის ჩემპიონი 6-ჯერ გახადა.

- ადენორ ლეონარდო ბაკი ტიტე - ვინ არის ბრაზილიის ნაკრების ახალი თავკაცი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული