ლეო გაჯიუტდა - მესი არგენტინის ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილებას არ შეცვლის!

AutoSharing Option
ლიონელ მესი არ აპირებს არგენტინის ეროვნული ნაკრების დატოვებასთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილების შეცვლას! ამის შესახებ El Mundo Deportivo ფეხბურთელის უახლოეს გარემოცვაზე დაყრდნობით იუწყება.

"ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელი, მიუხედავად უამრავი გულშემატკივრის, მათ შორის, თვით ქვეყნის პრეზიდენტ მაურისიო მაკრის მოწოდებისა, მიიჩნევს, რომ ეროვნული გუნდის მაისურით აღარასდროს უნდა ითამაშოს.

არგენტინის პრეზიდენტმა ლიონელ მესის დაურეკა და ნაკრებში დარჩენა სთხოვა

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების დატოვების შესახებ კოპა ამერიკა 2016-ის ფინალის შემდეგ განაცხადა, რომელშიც მისი გუნდი ჩილესთან პენალტების სერიაში 2:4 დამარცხდა. ერთი დარტყმა თავად
მესიმ ვერ გამოიყენა.

მესი ნაკრებს ტოვებს: მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 15 /
რა ბავშვივით გაიბუტა თასი ვერ მოვიგეო? დასანანია მაგის წასვლა, ვერ წარმომიდგენია არგენტინა და ზოგადად სანაკრებო ფეხბურთი ლეოს გარეშე
0
კიდევ ერტხელ დაამტკიცა რომ მარადონას ნახევარიც არ არის
giusha
17:29 29-06-2016
0

სიახლეები პოპულარული