ცხადია, საამისოდ, ხერარდო მარტინოს ნაცვლად მოსული სპეციალისტი ლეოსთან შეხვედრას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ მესიმ არგენტინის ნაკრებიდან წასვლა ჩილესთან წაგებული "კოპა ამერიკის" ფინალის მერე გადაწყვიტა. ზედიზედ ორი წელია, "ალბისელესტე" დასავლეთ ნახევარსფეროს უმთავრეს საფეხბურთო ტურნირს ჩილეს უთმობს.
"კოპა ამერიკა სენტენარიოს" ფინალში, პენალტების სერიაში, მესიმ 11-მეტრიანი გააცუდა და არგენტინელებმა ბოლო 9 წელიწადში მეოთხე ფინალი წააგეს. კიდევ ერთ მარცხსა და იმედგაცრუებას არგენტინაში დიდი გარჩევები და კრიტიკა მოჰყვა.
"ჩემი პირადი ინტერესი და სურვილია, რომ მესის ფეხბურთზე ვესაუბრო და გავარკვიო, რამდენად რეალურია ჩვენი თანამშრომლობა. მაქვს სურვილი, მესი შემდეგ მატჩებზე ჩვენთან ერთად იყოს", - თქვა ბაუსამ.
არგენტინის ნაკრებს სექტემბრის პირველ კვირაში შინ ურუგვაისთან და სტუმრად ვენესუელასთან ელის ურთიერთობის გარკვევა. ბაუსას გუნდი 6 ტურის შემდეგ სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ციკლში მესამე ადგილზეა და ურუგვაისა და ეკვადორს 2-2 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ 18 ტურის შემდეგ ოთხი საუკეთესო ნაკრები პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე გადის, მეხუთე გუნდს კი გადათამაშება ელის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"