ფეხბურთის ლეგენდა მორიგ სკანდალში გაეხვა

AutoSharing Option
რა შარში არ გახვეულა დიეგო მარადონა, მაგრამ ასეთი რაღაც არ გვახსენდება - "სპორტ მედიასეტი" წერს, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა არგენტინის სასაზღვრო პოლიციამ ბუენოს-აირესის აეროპორტში ყალბი პასპორტის გამო გააჩერა.

მარადონა დუბაიში პარტნიორთან ერთად მიფრინავდა. პოლიციამ პასპორტთან ერთად მას ბილეთებიც ჩამოართვა, რაკი ეჭვი გაუჩნდა, რომ სამგზავრო დოკუმენტაცია... მოპარული იყო.

მოგვიანებით, დიეგომ პრესას უთხრა, რომ ამ აჟიოტაჟს პოლიტიკური სარჩული აქვს:
"არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ჩემი ცხოვრება გააკონტროლოს. თავისუფალი ადამიანი ვარ და ვერავინ მიკარნახებს, რა და როგორ უნდა ვაკეთო.

დოკუმენტების მოპარვაზე ბრალდება ხომ
საერთოდ ნონსენსია. ჩემი ადვოკატი უკვე ჩართულია საქმეში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გარკვეული პოლიტიკანების მიერაა შეთითხნილი", - თქვა მარადონამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული