ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებს ტრავმის გამო ვენესუელასთან მატჩში ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედგარდო ბაუსამ განაცხადა, რომ გუნდის თავდამსხმელი ლიონელ მესი ვერ ითამაშებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ვენესუელას წინააღმდეგ შეხვედრაში.

29 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ურუგვაისთან 1-ელ სექტემბერს გამართულ მატჩში (1:0) მიიღო, რომლის ერთადერთი გოლის ავტორი გახდა.

- მუნდიალი 2018. სამხ ამერიკა. VII ტური: არგენტინა და ბრაზილია იგებენ [VIDEO]

"ლიონელი არაა სათამაშოდ მზად და არ ვაპირებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით გავრისკოთ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მას", - აქვეყნებს ბაუსას ნათქვამს BBC Sport.

ვენესუელასთან შეხვედრას არგენტინელები 7 სექტემბერს, სტუმრად ჩაატარებენ.

7
ტურის შემდეგ სამხრეთამერიკულ შესარჩევ ჯგუფს 14 ქულით სწორედ არგენტინა ლიდერობს, 13-13 ქულა აქვთ ურუგვაის, კოლუმბიასა და ეკვადორს. 12-12 ქულით მე-5-მე-6 ადგილებს კი ბრაზილია და პარაგვაი იკავებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული