ლუის სუარესს მორიგი დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი, შესაძლოა, მორიგი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. ამის მიზეზი ფეხბურთელის მიერ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევში, ჩილესთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში მეტოქე გუნდის გულშემატკივრებისთვის უხამსი ჟესტის ჩვენებაა.

ჩილე-ურუგვაის მატჩში (3:1) ანგარიში სტუმრებმა ედინსონ კავანის გოლით, მე-17 წუთზე გახსნეს. საგოლე პასი კი სუარესმა შეასრულა. ამის შემდეგ მასპინძლებმა სამი გოლი გაიტანეს, თამაშის დასრულების შემდეგ კი ლუის სუარესმა, მოედნის დატოვებისას, ჩილელ გულშემატკივრებს შუათითი უჩვენა.

- მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა. XII ტური: ლეოს შოუ და ბოიკოტი [VIDEO]

ახლა თავდამსხმელს ორმატჩიანი დისკვალიფიაცია
ემუქრება. სხვათა შორის, სწორედ ასეთი სასჯელით დასაჯეს 2015 წელს, ურუგვაელი ქომაგისადმი გაკეთებული ანალოგიური ჟესტისთვის ჩილეს ნაკრების ფორვარდი ედუარდო ვარგასი.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე იტალიელი ჯორჯო კიელინისთვის კბენის გამო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ურუგვაის ნაკრებს სამხრეთამერიკულ შესარჩევ ციკლში გამართული 12 ტურის შემდეგ 23 ქულა აქვს და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ ბრაზილიას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული