კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი დაადგინეს

AutoSharing Option
კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის შეფმა ფრედი ბონილიამ განაცხადა, რომ თვითმფრინავის დაღუპვის მიზეზი საწვავის უკმარისობა იყო.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის ქალაქ მედელინთან 50 კილომეტრში კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც ბრაზილიური "შაპეკოენსეს" ფეხბურთელები იყვნენ.

"დავადგინეთ, რომ თვითმფრინავს საერთოდ აღარ ჰქონდა საწვავი. წესების მიხედვით, ყოველ თვითმფრინავს განსაზღვრულზე კიდევ იმდენით მეტი უნდა ჰქონდეს, რომ 30 წუთი ფრენა შეძლოს. სამწუხაროდ, ამ თვითმფრინავს ფორსმაჟორული სიტუაციისთვის საწვავი არ აღმოაჩნდა", - განაცხადა ბონილიამ.

ტრაგიკული შემთხვევის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ ტეგზე - შაპეკოენსი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მომკალი და არ მესმის,რას ნიშნავს "საწვავი უკმარისობა"?...
ავტობუსია,თუ სამარშრუტო ტაქსი?
zaza
01:06 03-12-2016
0

სიახლეები პოპულარული