გამპერის თასი - "ბარსელონამ" "შაპეკოენსე" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონამ" გამპერის თასზე ბრაზილიურ "შაპეკოენსეს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა, მისმა ესპანელმა მოგვარემ დენის სუარესმა, ასევე ჟერარ დეულოფეუმ, სერხიო ბუსკეტსმა და ლიონელ მესიმ თითო გოლი მიითვალეს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" კლუბის დამაარსებლის, ჟოან გამპერის თასს ყოველწლიურად მართავს, სადაც მეტოქეს თავად ირჩევს.

ამჯერად "ბარსელონას" მეტოქე ბრაზილიური "შაპეკოენსე" იყო, რომელიც 2016 წელს ავიაკატასტროფაში მოჰყვა. აღნიშნულმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა.

გასული წლის 29 ნოემბერს ბრაზილიის ჩემპიონატის კლუბი "შაპეკოენსე" სამხრეთამერიკული თასის ფინალის ჩასატარებლად გაემგზავრა. თვითმფრინავს ავიაკატასტროფა შეემთხვა კოლუმბიაში, მაშინ, როცა აეროპორტამდე
18 კილომეტრი იყო დარჩენილი. მომხდარს 71 მგზავრი შეეწირა. სულ თვითმფრინავის ბორტზე 77 მგზავრი იყო და მათგან 71 გარდაიცვალა.

გადარჩა სამი ფეხბურთელი, ავიამექანიკოსი, სტიუარდესა და ჟურნალისტი. ძირითადი შემადგენლობის 17 ფეხბურთელთან ერთად გარდაიცვალა კლუბის პრეზიდენტი, მთელი სამწვრთნელო შტაბი და სხვა თანამშრომლები.

- რონალდინიო? არა, გმადლობთ! როგორ ცხოვრობს "შაპეკოენსე" ავიაკატასტროფის შემდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული