საბოლოოდ, ფიფა შეთანხმდა, რომ 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე არა 32, არამედ 48 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. იდეა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ეკუთვნის და მას მხარი უკლებლივ ყველა წევრმა დაუჭირა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს ჩემპიონატის ხანგრძლივობა არ შეიცვლება და კვლავ ერთ თვეს გასტანს. 16 ჯგუფი 3-3 გუნდად გადანაწილდება, პლეი-ოფში კი ორი გუნდი გავა.