Marca-ს ცნობით, LFP საჩივარს ბარსელონასა და ნიონის სასამართლოში შეიტანს.
ამის შესახებ ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა პირადად აცნობა ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს.
აქვე გეტყვით, რომ ადრე ტებასმა ინფანტინოს მუშაობის მეთოდები გააკრიტიკა და მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდების რაოდენობის გაზრდას მიუღებელი უწოდა. ტებასი ასევე აღშფოთებული იყო, რომ ინფანტინოს მხრიდან ლიგების ინტერესები არ იყო გათვალისწინებული.
- ოფიციალურად: 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 48 გუნდი იქნება