ასოციაციის თასი:
კლოპმა მაინცი გაიხსენა
* "ლესტერს" არ წაუგია ასოციაციის თასზე ბოლო 8 მატჩში ქვედალიგელებთან დაპირისპირებაში. * დარენ ბენტმა (დერბი) ასოციაციის თასის ბოლო 11 მატჩში 10 გოლი გაიტანა. "ლესტერთან" (2:2) მან საკუთარი კარიც დალაშქრა.
* "საუთჰემპტონს" 1910 წლის მერე ასე სასტიკად (0:5 "არსენალთან") არ წაუგია ასოციაციის თასზე შინ.
* თეო უოლკოტმა "არსენალის" მაისურით მე-5 ჰეთ თრიკი შეასრულა,
* დენი უელბეკმა (არსენალი) თასზე დუბლი პირველად გაახერხა.
* "ლინკოლნ სიტი" ასოციაციის თასის მე-5 ეტაპზე 1887 წლის (!) მერე პირველად გავიდა.
* დელე ალიმ (ტოტენჰემი) ასოციაციის თასზე პირველი გოლი გაიტანა 2012 წლის მერე.
* პედრომ (ჩელსი) ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) 4-ჯერ მოახერხა ერთ მატჩში გოლის გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც. ეს პრემიერლიგის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
* ვინსენტ იანსენმა "ტოტენჰემის" მაისურით 4 გოლი გაიტანა და ოთხივე პენალტით.
* ვილიანმა (ჩელსი) გასულ და ახლანდელ სეზონებში (ყველა შეჯიბრებაში) 7 გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით, რაც საუკეთესო შედეგია პრემიერლიგის ფეხბურთელთა შორის.
* იურგენ კლოპმა (ლივერპული) მწვრთნელის რანგში შინ ზედიზედ მესამე მატჩი 2007 წლის მერე პირველად წააგო. მაშინ ის "მაინცის" თავკაცი იყო.
* ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, "იუნაიტედმა" 6-ჯერ შეძლო თამაშში ოთხი ან მეტი გოლის გატანა (36 მატჩში). ეს ორით მეტია ლუი ვან გაალის შედეგზე (103 მატჩში).
* ბასტიან შვაინშტაიგერმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა. მას "იუნაიტედის" მაისურით წინა 33 თამაშში სწორედ გოლი და საგოლე პასი ჰქონდა სულ.
* ანტონი მარსიალმა (მანჩესტერი) ასოციაციის თასის ბოლო 8 მატჩში 9 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 6 პასი).
ლა ლიგა:
ელ ნინიო - 500
* "ოსასუნამ" ელიტაში საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა - 12 მატჩი მოუგებლად. * 2017 წელს ლა ლიგაში მხოლოდ ორი პენალტი მოიგერიეს და ორივეჯერ ეს მარიო ფერნანდესმა (ოსასუნა) შეძლო. ამ მეკარემ ლა ლიგაში 8-დან 4 პენალტი (50%) მოიგერია.
* ანტუან გრიზმანმა "ატლეტიკოს" მაისურით პირველად ვერ გაიტანა მატჩში, რომელშიც 5-ჯერ დაარტყა მეტოქის კარში.
* ალვარო გონსალესმა (ვილიარეალი) ლა ლიგაში ერთ მატჩში პირველად მიიღო ორ გოლში მონაწილეობა (გოლი + პასი).
* ბრუნო სორიანომ (ვილიარეალი) ზედიზედ 5 პენალტის გატანის მერე სათამაშო ეპიზოდიდანაც გაიტანა.
* ფერნანდო ტორესმა (ატლეტიკო) ჩემპიონატების მატჩებში მე-500-ედ ითამაშა.
* ამ სეზონში "რეალის" მაისურით 17-მა ფეხბურთელმა გაიტანა, ყველაზე მეტმა ევროპის ტოპ-5 ლიგაში.
* ალვარო მორატამ (რეალი) შეცვლაზე 5 გოლი გაიტანა ამ სეზონში, ყველაზე მეტი ლა ლიგაში.
* მატეო კოვაჩიჩმა "რეალის" მაისურით პირველად შეძლო ერთ მატჩში გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც.
* კრიშტიანო რონალდომ (რეალი) ბოლო 13 მატჩში (ყველა შეჯიბრებაში) 13 გოლი გაიტანა.
* კეილორ ნავასი (რეალი) გახდა პირველი კოსტარიკელი, ვინც ლა ლიგაში 100 მატჩი ჩაატარა.
* ფერნანდო ამორებიეტა (სპორტინგი) ამ სეზონში 12-ჯერ დასაჯეს ყვითელი ბარათით. ევროპის ტოპ-5 ლიგაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
* ნიკოლას პარეხა მატჩის მე-2 წუთზე (1:11) გააძევეს, ეს კი ლა ლიგაში ყველაზე სწრაფი გაძევებაა 2003/04 წლების სეზონის შემდეგ.
* სტევან იოვეტიჩმა "სევილიას" მაისურით მხოლოდ 4 მატჩი ითამაშა და სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
* ლუის სუარესმა "ბარსელონას" ბოლო 10 გოლიდან (ყველა შეჯიბრებაში) 8-ში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 2 პასი).
* ლა ლიგის ბოლო 9 მატჩიდან 6-ში "ბარსელონამ" I ტაიმი 0:0 დაასრულა.
ბუნდესლიგა:
გაძევება 4 სხვადასხვა გუნდის მაისურით
* "აინტრახტმა" პირველ 18 ტურში მხოლოდ 15 გოლი გაუშვა - კლუბის ახალი რეკორდი.* "ლევერკუზენმა" 2008 წლის მერე პირველად წააგო მატჩი, რომელსაც ორი გოლის სხვაობით იგებდა.
* ლარს შტინდლმა (გლადბახი) ბუნდესლიგაში მე-5 დუბლი შეასრულა, პირველი, 2015 წლის მაისის მერე.
* ჩიჩარიტომ (ლევერკუზენი) უგოლო სერია 782-ე წუთზე (11 თამაში) შეწყვიტა.
* ჟონათან თამ (ლევერკუზენი) ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა (მე-60 მატჩი).
* სანდრო ვაგნერი (ჰოფენჰაიმი) მეოთხე გუნდის მაისურით გააძევეს კარიერაში. ბუნდესლიგაში ასეთი მხოლოდ ერთი ფეხბურთელია - მიხაელ ტარნატი.
* მიუნხენის "ბაიერნმა" ზედიზედ მე-13 დაპირისპირება მოუგო "ვერდერს". ეს მიუნხენური კლუბისთვის რეკორდია.
* ჰალილ ალთინთოფი "აუგსბურგის" ისტორიაში ბუნდესლიგაში გოლის ყველაზე ასაკოვანი გამტანი გახდა - იგი 34 წლისაა.
* "კიოლნმა" ბუნდესლიგის მატჩში 6 გოლი ბოლოს 1990 წლის მაისში გაიტანა.
* მაქს კრუზემ (ვერდერი) მე-11 ცდიდან პირველად გაუტანა "ბაიერნს".
* დავიდ ალაბას (ბაიერნი) ბოლო 5 გოლიდან 4 საჯარიმო დარტყმით გავიდა.
* ანტონი მოდესტეს (კიოლნი) უკვე 48 გოლი აქვს ბუნდესლიგაში გატანილი. იგი მეორე ფრანგია ფრანკ რიბერის (ბაიერნი) შემდეგ - 72.
* ტიმო ვერნერმა (ლაიპციგი) საშინაო მატჩებში ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა.
* ბოლოს ფრანკ რიბერიმ არიენ რობენს (ბაიერნი) ორი წლის წინათ გაატანინა 2015 წლის თებერვალში.
* მარიო გომესმა (ვოლფსბურგი) "აუგსბურგს" 5 მატჩში 5 გოლი გაუტანა.
* ზლატკო იუნუზოვიჩმა (ვერდერი) ბუნდესლიგაში 150-ე მატჩი ითამაშა.
* მარკო როისმა (დორტმუნდი) "მაინცს" უკვე მე-11 გოლი გაუტანა ბუნდესლიგაში. მოკლედ, გადაეკიდა...
* სხვათა შორის, ბუნდესლიგაში თანაგუნდელებს ანდრე შიურლეს, მარკო როისსა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს ერთად ერთი წამიც არ უთამაშიათ.
სერია A:
"იუვესა" და იგუაინის რეკორდები
* მილანის "ინტერმა" ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ 9 მატჩი 2012 წლის ნოემბრის მერე პირველად მოიგო. მაშინდელი სერია 10-მატჩიანი იყო.* მაურო იკარდის (ინტერი) ანგარიშზე 8 საგოლე პასია, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია თავდამსხმელთა შორის.
* დანილო დ'ამბროზიო "ინტერის" პირველი მცველია, ვინც ამ სეზონში გოლი გაიტანა.
* "ლაციომ" მეტოქის კარისკენ 28-ჯერ დაარტყა და მაინც წააგო.
* "იუვენტუსს" ჩემპიონატში ფრე 33 მატჩია, არ უთამაშია. ეს იტალიის ჩემპიონატის რეკორდია.
* "რომას" კარის მშრალი სერია 344-ე წუთზე დაირღვა.
* გონსალო იგუაინმა (იუვენტუსი) ამ ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანა მატჩების პირველ 15 წუთში. ეს ყველაზე მეტია ჩემპიონატში.
* ლევან მჭედლიძემ "ემპოლის" ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ლიგა 1:
ყველა დროის ბაფე
* ბაფეტიმბი გომისი (მარსელი) ლიგა 1-ში 115 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან ზლატან იბრაჰიმოვიჩს (113) გაუსწრო. * პატრის ევრამ (მარსელი) ლიგა 1-ში 4 058 დღის (2005 წლის დეკემბერი) მერე პირველად ითამაშა.
* "ლილმა" სტუმრად აჯობა "ლიონს" ბურთის ფლობის 32,1%-ით, რომელიც კლუბისთვის 2006/07 წლების სეზონის შემდეგ უარესია.
* "ლიონმა" 10 პენალტი დაარტყა ამ სეზონში, ეს ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტია.
* მემფის დეპაიმ (ლიონი) 2016 წლის მაისის მერე პირველად ითამაშა საკლუბო ფეხბურთი სასტარტო შემადგენლობაში.
* პსჟ-მა "მონაკოსთან" დაპირისპირებების მხოლოდ 20% მოიგო.
* "სენტ ეტიენმა" ერთ მატჩში ორი პენალტი საფრანგეთის პირველობაზე 1995 წლის მერე პირველად გაიტანა.
* ჯიმი ბრიანმა (გენგამი) "ნიცას" კარში ჯამში 7 გოლი გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"