ყატარი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 200 მილიარდ დოლარს დახარჯავს!

AutoSharing Option
ყატარის ფინანსთა მინისტრმა ალი შარიფ ალ-ემადიმ იმაზე ისაუბრა, თუ რა ხარჯებს განიცდის სახელმწიფოს ბიუჯეტი ყოველკვირეულად მუნდიალი 2022-ის მომზადებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მზადებისთვის დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

"ყოველკვირეულად 500 მილიონ დოლარს ვხარჯავთ კაპიტალური პროექტებისთვის და ასე გაგრძელდება უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში. მიზანი კი ის არის, რომ მოვამზადოთ ქვეყანა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.

საუბარი არ არის მხოლოდ სტადიონებზე, არამედ საავტომობილო და სარკინიგზო გზებზე, საზღვაო პორტებზე, აეროპორტებსა და საავადმყოფოებზე.

ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე ძვირი იქნება? არა, ჩვენ ხომ 200 მილიარდს
ქვეყანაში ინფრასტრუქტურაზე ვხარჯავთ და არა მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზებაზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

შედარებისთვის, რუსეთი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მისაღებად დაახლოებით 18 მილიარდ დოლარამდე დახარჯავს, ხოლო ბრაზილიაში მუნდიალისთვის დაახლოებით 11 მილიარდ დოლარამდე დახარჯეს.

მომზადებულია iol.co.za-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა გვაქვს ბიუჯეტში რომ გააღო თეთრი გამოგორდება ჩვენ არ არ გვჭირდება ფეხბურთი აღარაა ეგ ჩვენი საქმე ჯობია რაგს მივეხდოთ
0
svan. არ გამოგივიდა ხმრობა. ეცადე მაგრამ არ გამოგივიდა
გუკა
02:45 11-02-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული