
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტთან მონაწილე გუნდების 32-დან 48-მდე გაზრდის შესაძლებლობა განიხილა.
"მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ადვილი იქნება თუ არა ეს? გულწრფელი ვიქნები, ადვილი არ იქნება", - განაცხადა ინფანტინომ.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის მუნდიალის მატჩები ნაწილი შესაძლოა კატარის გარეთ ჩატარდეს იმ შემთხვევაში თუ თურნირი 48 გუნდამდე გაიზრდება.
თავდაპირველად კი გუნდების რაოდენობის გაზრდა 48-მდე 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იგეგმებოდა.
მომზადებულია L’Équipe-ს მიხედვით