ტრამპის პოლიტიკის გამო აშშ-ს მუნდიალის მასპინძლობის უფლებას არ მისცემენ

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ შესაძლოა ვერ მიიღოს ფეხბურთში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლის უფლება.

"მუნდიალზე მონაწილეობის პრეტენდენტ ნებისმიერ ნაკრებს, ასევე, მის გულშემატკივრებსა და ოფიციალურ პირებს, უნდა შეეძლოთ ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში შესვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა ვერ მიიღებს ტურნირის მასპინძლობის უფლებას", - თქვა ინფანტინომ და დასძინა, რომ ტრამპის ბრძანებულება, შესაძლოა, ასევე უარყოფითად აისახოს ლოს ანჯელესის შანსებზე 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლებისთვის პარიზთან ბრძოლაში.

ტრამპის ბრძანებით, აშშ-ში 16 მარტიდან გამკაცრდება
საიმიგრაციო პოლიტიკა, რომლის თანახმად, სუდანის, სომალის, სირიის, ლიბიის, იემენისა და ირანის მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში ქვეყანაში შესვლის უფლება არ ექნებათ. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მათზე, ვისაც ვიზა უკვე გახსნილი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობას პირველად მიიღებს 48 ქვეყანა. აშშ-ის გარდა, მუნდიალის მასპინძლობა თურქეთს, ინგლისს, კოლუმბიას, ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და ავსტრალია-ახალ ზელანდიას სურთ. ტურნირის მასპინძლობაზე განაცხადების მიღება 2018 წლის დეკემბრამდე გასტანს, გამარჯვებულს კი ფიფას 211 წევრი-ქვეყანა ხმის მიცემით გამოავლენს. გამარჯვებული 2020 წლის მაისში გამოცხადდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიანაც კარგი ამერიკაში კი არა ისეთ ქვეყნებში ჩაატარეთ სადაც ჯერ არ ყოფილა. თურქეთ აზერბაიჯანი მშვენიერი იდეააა
ბაბაია
17:20 10-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული