19 წლის ესტევაო ალბერტო ჟინო სამოყვარულო კლუბ "ატლეტიკო მინეირო დე ტეტეში" გამოდიოდა.
კლუბში ფეხბურთელის გარდაცვალება დაადასტურეს.
ჟინოს ნიანგი თავს მდინარე ზამბეზის სანაპიროზე სირბილის დროს დაესხა.
ნიანგი უეცრად გადმოხტა მდინარიდან, ესტევაოს დაესხა თავს და წყალში შეათრია.
ფეხბურთელის ორი მეგობარი ძალიან შეშინებული იყო და ყვირილი ესმოდათ, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. ნიანგი სიგრძეში 5 მეტრის იყო.
მომზადებულია 101 Great Goals-ის მიხედვით