55 წლის სპეციალისტი, რომელმაც ჰოლანდიის ნაკრები 2015 წლის ივლისში ჩაიბარა, თანამდებობიდან ბულგარეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წაგების შემდეგ გაათავისუფლეს. სოფიაში მასპინძლებმა "ნარინჯისფერებს" ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. შედეგად, შესარჩევ A ჯგუფში ჩატარებული ხუთი მატჩის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრებს 7 ქულით მეოთხე ადგილი უკავია.
- მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. A ჯგუფი. V ტური: ჰოლანდია სოფიაში დამარცხდა [VIDEO]
ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად "ევერტონის" თავკაცი რონალდ
"გვჭირდება ადამიანი, რომელიც სწორი მიმართულებით განავითარებს ჰოლანდიურ ფეხბურთს. რონალდ კუმანი შეიძლება გახდეს ასეთი ადამიანი, მაგრამ ის კლუბშია დასაქმებული ისევე, როგორც მწვრთნელების უმეტესობა, რომელთა კანდიდატურებსაც განვიხილავთ. უცხოელი მწვრთნელი? ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს", - თქვა დეკოსომ.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰოლანდიის ნაკრებში, შესაძლოა, ლუი ვან გაალი დაბრუნდეს, ოღონდ მრჩევლის თანამდებობაზე. ვან გაალი ამ ნაკრებს 2000-02 და 2012-14 წლებში ხელმძღვანელობდა.