ჰოლანდიის ნაკრები: დანი ბლინდი გაუშვეს, რონალდ კუმანი განიხილება

AutoSharing Option
ნიდერლანდების სამეფოს საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი დანი ბლინდი და ახლა მის შემცვლელს ეძებს.

55 წლის სპეციალისტი, რომელმაც ჰოლანდიის ნაკრები 2015 წლის ივლისში ჩაიბარა, თანამდებობიდან ბულგარეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წაგების შემდეგ გაათავისუფლეს. სოფიაში მასპინძლებმა "ნარინჯისფერებს" ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. შედეგად, შესარჩევ A ჯგუფში ჩატარებული ხუთი მატჩის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრებს 7 ქულით მეოთხე ადგილი უკავია.

- მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. A ჯგუფი. V ტური: ჰოლანდია სოფიაში დამარცხდა [VIDEO]

ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად "ევერტონის" თავკაცი რონალდ
კუმანი
განიხილება, რის შესახებაც ინფორმაცია საფეხბურთო კავშირის დირექტორმა ჟან-პოლ დეკოსომ დაადასტურა.

"გვჭირდება ადამიანი, რომელიც სწორი მიმართულებით განავითარებს ჰოლანდიურ ფეხბურთს. რონალდ კუმანი შეიძლება გახდეს ასეთი ადამიანი, მაგრამ ის კლუბშია დასაქმებული ისევე, როგორც მწვრთნელების უმეტესობა, რომელთა კანდიდატურებსაც განვიხილავთ. უცხოელი მწვრთნელი? ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს", - თქვა დეკოსომ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰოლანდიის ნაკრებში, შესაძლოა, ლუი ვან გაალი დაბრუნდეს, ოღონდ მრჩევლის თანამდებობაზე. ვან გაალი ამ ნაკრებს 2000-02 და 2012-14 წლებში ხელმძღვანელობდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არაადეკვატური კომენტარი რომ არ დაწეროთ არ შეიძლება? :დ
გუგა
10:24 28-03-2017
0
ვაისს როდის გაუშვებენ? -სანამ მილიონს არ იშოვის თუ სანამ საქართველოს პარლამენტში არ შეძვრება ეგეც?!
გაიღვიძეთ
14:04 27-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული