შუა კვირის მატჩები: პირველი გოლის სიხარული [VIDEO]

AutoSharing Option
* "ტოტენჰემმა" კლუბის რეკორდი დაამყარა - 74 ქულა "დეზემს" პრემიერლიგაში აქამდე არასოდეს დაუგროვებიათ.

* "ბარსელონამ" ევროპაში პირველმა გაიტანა ამ სეზონში 100 გოლი ეროვნულ ჩემპიონატში.

* "ოსასუნა" ოფიციალურად დაემშვიდობა ესპანეთის ელიტურ დივიზიონს.

* ხავიერ მასკერანოს 319 მატჩი დასჭირდა იმისთვის, რომ "ბარსელონას" მაისურით პირველი გოლი გაეტანა.

* ბოლო 17 წელიწადში პირველად, "ბაიერნმა" ზედიზედ ხუთ შეხვედრაში ვერ იმარჯვა.

წუხელ გერმანიასა და საფრანგეთში თასის ფინალისტების სია შეივსო, ინგლისში "ტოტენჰემმა" "ჩელსის" დევნა განაგრძო, ესპანეთში კი "ბარსელონამ" და "რეალმა" "რბოლა" მოაწყვეს, ვინ მეტს გაიტანს და, რაც
მთავარია, "ბარსელონას" მაისურით სულ პირველი გოლი გაიტანა ხავიერ მასკერანომ. ფეხბურთი დღესაც არ მოგვაკლდება - სამი მატჩი ლა ლიგაში და მანჩესტერული დერბი ინგლისში.

78-ე წუთამდე ვერ ახერხებდა "ტოტენჰემი" "კრისტალ პალასის" გატეხას, მაგრამ ლონდონური დერბი "დეზებმა" მაინც მოიგეს - ამას კი კრისტიან ერიქსენს უნდა უმადლოდნენ, ვინც ჰარი კეინის გოლით სამი ქულა მოუტანა გუნდს. როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე - კეინს გააქვს, პასებს კი დანიელი ერიქსენი აკეთებს, მაგრამ ახლა მათ როლები გაცვალეს. შედეგად, "ჩელსისთან" ჩამორჩენა ისევ 4 ქულაა, დარჩენილ 4 ტურში კი ამის "ამოქაჩვა" შესაძლებელია.

"საოცარი დაპირისპირება გამოდგა. ამ მოგებით საჩემპიონო რბოლას დავუბრუნდით, წინ კიდევ უფრო დიდებული დერბი გველის "არსენალთან", - განაცხადა პოჩეტინომ.

არსენ ვენგერის "არსენალმა" 1:0 დაამარცხა ჩემპიონი "ლესტერი".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ესპანეთში "ბარსელონამ" "ოსასუნას" ქვედა დივიზიონი გაუფორმა, მას მერე, რაც 7:1 მოუგო.

ლიონელ მესიმ 33 გოლამდე აიყვანა მონაგარი. დუბლები შეასრულეს ანდრე გომეშმა და პაკო ალკასერმა, მაგრამ ყველაზე გამოსარჩევი ვეტერან ხავიერ მასკერანოს გოლია. "ოსასუნას" კარში პენალტი დაინიშნა, უკვე აღარაფერი წყდებოდა და ჟერარდ პიკემ რაკიტიჩს სთხოვა, პენალტის შესრულების უფლება არგენტინელისთვის დაეთმო. ასე გავიდა მასკერანოს პირველი გოლი "ბარსას" მაისურით 319-ე ცდაზე!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსას" არც "რეალი" ჩამორჩა და მეორე შემადგენლობით 6:2 გაანადგურა "დეპორტივო". გამოვარჩევთ ხამესის დუბლს. "სამეფო კლუბს" ერთი ამდენი გოლის გატანა კიდევ შეეძლო...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
გერმანული კლასიკა მოულოდნელად "დორტმუნდის" გამარჯვებით დასრულდა "ალიანც არენაზე" - 3:2. გამარჯვების გოლი 19 წლის უსმან დემბელეს ანგარიშზეა. თასის ფინალში "აინტრახტი" და "დორტმუნდი" ითამაშებენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
პსჟ-ს "მონაკო" მეორე შემადგენლობით ესტუმრა და 0:5 განადგურდა. "მონაკოს" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, კონცენტრაცია ლიგა 1-ზე და ჩემპიონთა ლიგაზე მოახდინოს, საფრანგეთის თასი კი გაიწირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინგლისი. პრემიერლიგა. გამოტოვებული მატჩები
არსენალი-ლესტერი 1:0
გოლი: 1:0 ჰუთი (86-საკ. კარში)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - გაბრიელი, კოსიელნი, მონრეალი - ბელერინი, კოკელენი (75. რემზი), ჯაკა, გიბსი (68. უელბეკი) - უოლკოტი (75. ჟირუ), იოზილი - სანჩესი.
ლესტერი (4-4-2): შმაიხელი - სიმპსონი, ბენალუანი (90. დ. გრეი), ჰუთი, ფუხსი - ნდიდი, დრინკუოტერი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი - ულოა (70. ოკაზაკი), ვარდი.
მაყურებელი: 59829

მიდლსბრო-სანდერლენდი 1:0
გოლი: 1:0 დე როონი (8)
მიდლსბრო (4-3-3): გუსანი - ჩემბერსი, აიალა (54. ფაბიო), ბ. გიბსონი, ფრენდი - დე როონი, კლეიტონი, ფორშოუ - სტუანი, დაუნინგი, ნეგრედო (76. გესტედე).
სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი - ბ. ჯოუნსი, ოში, დენაიერი, მანკილიო - ნდონგი, კეტერმოლი (84. როდუელი), დ. გიბსონი (65. ბორინი) - ხაზრი (77. იანუზაი), ანიჩებე, დეფო.
მაყურებელი: 30 742

კრ. პალასი-ტოტენჰემი 0:1
გოლი: 0:1 ერიქსენი (78)
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - ჯ. უარდი, კელი, სახო (57. დელენი), შლუპი - მილივოიევიჩი, მაკარტური (64. კაბაი) - ზაჰა, ფენჩენი, თაუნსენდი - ბენტეკე (81. კემპბელი).
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ე. დაიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი - უოლკერი, ვანიამა (46. სისოკო), დემბელე (46. სონი), ბ. დევისი - ერიქსენი, ალი (90+6. ტრიპიერი) - კეინი.
მაყურებელი: 25 596

27 აპრილი
მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნ 23:00

ბომბარდირები: 24 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დიეგო კოშტა (ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 16 - დელე ალი (ტოტენჰემი); 15 - ედენ აზარი (ჩელსი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXIV ტური
ბარსელონა-ოსასუნა 7:1
გოლები: 1:0 მესი (12), 2:0 ანდრე გომეში (30), 2:1 რობერტო ტორესი (48), 3:1 ანდრე გომეში (57), 4:1 მესი (61), 5:1 პაკო ალკასერი (64), 6:1 მასკერანო (67-პენ), 7:1 პაკო ალკასერი (86)
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი - მასკერანო, პიკე, დინი - ანდრე გომეში, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენის სუარესი, არდა თურანი - პაკო ალკასერი, მესი (63. ალენია)
ოსასუნა (4-5-1): სირიგუ - ბუნუელი, ოიერი, მონდრაგონი, ფუენტესი - ხაიმე (72. ოლავიდე), მერიდა (79. ჩაუშიჩი), ფაუსტო, დე ლას კუევასი, რობერტო ტორესი - სერხი ლეონი (73. კოდრო)
მაყურებელი: 63 989

ლეგანესი-ლას პალმასი 3:0
გოლები: 1:0 ლუსიანო (55), 2:0 გერერო (59), 3:0 ლუსიანო (61-პენ)
ლეგანესი (4-4-2): ერერინი - ტიტო, მანტოვანი, სიოვასი, დიეგო რიკო (88. ბუსტინცა) - სამუელ გარსია, რუბენ პერესი, ტიმორი, გაბრიელი (64. ბუენო) - ლუსიანო, გერერო (69. ელ ჟარი)
ლას პალმასი (4-3-3): ვარასი - სიმონი, მაურისიო ლემოსი, ბიგასი, ლოპეში - ტანასუ, მონტორო (69. ხავი კასტელიანო), სანტანა (77. მესა) - მომო, ექსპოზიტო (77. ჰალილოვიჩი), ხესე როდრიგესი
მაყურებელი: 9 756

ვალენსია-სოსიედადი 2:3
გოლები: 0:1 დიეგო ალვეში (1 ს. კ.), 0:2 ვილიან ჟოზე (30), 0:3 ოიარზაბალი (65), 1:2 ნანი (68-პენ), 2:3 ძაძა (72)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მარტინ მონტოია, გარაი, ადერლან სანტოსი, სიკეირა (46. ლატორე) - ენცო პერესი, სოლერი - ელ ჰადადი (62. კანსელო), ორელიანა, ნანი (69. მინა) - ძაძა
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, რაულ ნავასი, ინიგო მარტინესი (46. არიც ელუსტონდო), ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა - ხუანმი, ვილიან ჟოზე (52. ოიარზაბალი), კანალესი (76. გრანერო)
მაყურებელი: 26 101

დეპორტივო-რეალი 2:6
გოლები: 0:1 მორატა (1), 0:2 ხამეს როდრიგესი (14), 1:2 ანდონე (35), 1:3 ლუკას ვასკესი (44), 1:4 ხამეს როდრიგესი (67), 1:5 ისკო (77), 2:5 ხოსელუ (84), 2:6 კაზემირო (87)
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი (46. ტიტონი) - ხუანფრანი, არიბასი, სიდნეი, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი, გილერმე - ხილი (57. ხოსელუ), ჩოლაქი, კაკუტა (46. ფერნანდო ნავარო) - ანდონე
რეალი (4-1-4-1): კასილია - დანილო, ვარანი (88. ტეხერო), ნაჩო, მარსელო - კოვაჩიჩი - ლუკას ვასკესი, ხამეს როდრიგესი, ისკო (79. კაზემირო), ასენსიო (79. მეხია) - მორატა
მაყურებელი: 26 735

ხუთშაბათი. 27 აპრილი
ალავესი-ეიბარი 21:30
სევილია-სელტა 22:30
ბილბაო-ბეტისი 23:30

ბომბარდირები: 33 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 16 - იაგო ასპასი (სელტა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

გერმანია. თასი. 1/2-ფინალი
ბაიერნი-დორტმუნდი 2:3
გოლები: 0:1 როისი (19), 1:1 ხავი მარტინესი (28), 2:1 ჰუმელსი (41), 2:2 ობამეიანგი (69), 2:3 უ. დემბელე (74)
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - ლამი, ხავი მარტინესი, ჰუმელსი (61. ბოატენგი), ალაბა - ჩაბი ალონსო (79. მიულერი), ვიდალი - რობენი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი (86. დუგლას კოშტა) - ლევანდოვსკი
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი (80. პულიშიჩი), სოკრატისი, ს. ბენდერი, შმელცერი - ვაიგლი, გონსალო კასტრო (46. დურმი) - გერეირო, როისი (90. გინტერი), უ. დემბელე - ობამეიანგი

საფრანგეთი. თასი. 1/2-ფინალი
პსჟ-მონაკო 5:0
გოლები: 1:0 დრაქსლერი (26), 2:0 კავანი (31), 3:0 მბაე (50 ს. კ.), 4:0 მატუიდი (52), 5:0 მარკინიოსი (89)
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ვერატი, ტიაგო მოტა (64. რაბიო), მატუიდი - დი მარია (56. ლუკას მოურა), კავანი (69. გედეში), დრაქსლერი
მონაკო (4-4-2): დე სანკტისი - ჟორჟე, დიალო, რაგი (59. დაბილა), ნ'დორამი - ბოულიუ, კარდონა, ანძუანა, მბაე - ჟერმენი (59. ბონჯოვანი), მუიმბა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული