კარლოს ტევესი: ჩინეთის ჩემპიონატი ევროპულ დონეს კიდევ 50 წელი ვერ მიაღწევს

AutoSharing Option
"შანხაი შენჰუას" არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი და ვერც უახლოესი 50 წლის განმავლობაში გაუთანაბრდება ჩინეთის ჩემპიონატის დონე ევროპულისას.

"არ ვფიქრობ, რომ ჩინეთის ჩემპიონატი კონკურენციას გაუწევს რომელიმე ევროპულ ტოპ-ლიგას. აქ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელებიც რომ მოიყვანონ, ეს ვერაფერს შეცვლის, რადგან ადგილობრივი ფეხბურთი სულ სხვაა. განსხვავებულია გულშემატკივრობაც.

არ მგონია, რომ უახლოესი 50 წლის განმავლობაში ჩინურმა ფეხბურთმა ევროპულ დონეს მიაღწიოს", - აქვეყნებს ტევესის ნათქვამს Clarin.com.

შეგახსებებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მშობლიური "ბოკა ხუნიორსიდან" ჩინეთის ჩემპიონატის გუნდ "შანხაი შენჰუაში" 2016 წლის
მიწურულს გადავიდა და იქ მისი წლიური გასამრჯელო 40 მლნ ევროა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული