"ოქროს ბუცი 2017": ბუცი ოქროს ბიჭს

AutoSharing Option
ყოველწლიურად ევროპის სპორტული მედია (ESM), რომელიც რამდენიმე მოწინავე გამოცემას აერთიანებს, ევროპის ბომბარდირს "ოქროს ბუცით" აჯილდოებს.

ყველაფერი კი 1967/68 წლების სეზონით დაიწყო, როცა პირველი პრიზი ლისაბონის "ბენფიკას" ვარსკვლავმა ეუსებიომ მიიღო. იმ სეზონში ეუსებიომ 42 გოლი გაიტანა. 1992-96 წლებში "ოქროს ბუცის" გადაცემის ცერემონიალი არ გამართულა, არადა, 1996 წელს ეს პრიზი ქართველმა მოიგო - ზვიად ენდელაძემ (მარგვეთი) 1995/96 წლების სეზონში 40 გოლი გაიტანა. ამის მერე პრიზების გადაცემაც აღდგა და წესიც შეიცვალა, ჩემპიონატებს კოეფიციენტები მიენიჭა, რითაც თითქმის გამოირიცხა დაბალი დონის პირველობებიდან ევროპის ბომბარდირის წოდების
დასაკუთრების პერსპექტივა. 1997 წელს "ოქროს ბუცი" ბრაზილიელმა რონალდომ მიიღო, რომელმაც სეზონში 34 გოლი გაიტანა.

ევროსეზონი დასრულდა და 2017 წლის "ოქროს ბუცის" მფლობელის ვინაობაც გაირკვა, თუმცა ბოლო დღეებში უკვე ცხადი იყო, რომ ლიონელ მესის ვერავინ შეწვდებოდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლა ლიგის 2016/17 წლების სეზონში 37 გოლი გაიტანა და 74 ქულით გაიმარჯვა. ედინ ჯეკოს (რომა) თეორიული შანსი ჰქონდა, მაგრამ ბუნებრივია, ბოლო ტურში 10 გოლი ვერ გაიტანა (მხოლოდ ერთი შეაგდო "ჯენოას" კარში, სერია A 29 გოლით დაასრულა და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა).

გახსოვთ, ალბათ, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ურუგვაელმა ვარსკვლავმა ედინსონ კავანიმ ჩემპიონატი 35 გოლით დაასრულა, მაგრამ მას შანსი არც ჰქონია - საფრანგეთის ჩემპიონატი, ტოპ-ოთხეულისგან განსხვავებით, 1,5 კოეფიციენტით ფასდება (2-ის ნაცვლად). ამიტომაც კავანიმ ევრობომბარდირთა დავაში 52,5 ქულა დააგროვა და მხოლოდ მეცხრე ადგილი აიღო.

მეორე ადგილზე გავიდა ლისაბონის "სპორტინგის" ჰოლანდიელი ფორვარდი ბას დოსტი. პორტუგალიის ჩემპიონატის კოეფიციენტიც ორია, ამიტომაც მან 68 ქულა დააგროვა და მესის დიდად არ ჩამორჩენია. მესამე ადგილზეა "დორტმუნდის" აფრიკელი შემტევი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელმაც ბუნდესლიგაში 31 გოლი გაიტანა და ჯამში 62 ქულა დააგროვა.

მესიმ ეს ტიტული უკვე მეოთხედ მოიგო, არგენტინელი ევროპის ბომბარდირი 2010, 2012 და 2013 წლებშიც გახდა. მას მერე, რაც კრიშტიანო რონალდომ 2007/08 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით მოიპოვა "ოქროს ბუცი", ტიტულს მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატიდან იგებენ, თუ არ ჩავთვლით 2013/14 წლების სეზონს, როცა უკვე მადრიდელ კრიშტიანოს ლუის სუარესი ჩაეზიარა, ვინც იმ დროს "ლივერპულში" თამაშობდა.

მესი კრიშტიანოს გაუთანაბრდა - 4-4 ტიტული. 3 ტიტული არავის აქვს, 2 კი - 9 ფეხბურთელს, რომელთაგანაც მოქმედი მხოლოდ ლუის სუარესია. ყველაზე მეტჯერ "ბარსელონას" ფეხბურთელებს აქვთ "ოქროს ბუცი" მოპოვებული - 6-ჯერ.

ტოპ-10
1. ლიონელ მესი ბარსელონა 74 ქულა
2. ბას დოსტი სპორტინგი 68
3. პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 62
4. რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 60
5. ედინ ჯეკო რომა 58
5. ლუის სუარესი ბარსელონა 58
5. ჰარი კეინი ტოტენჰემი 58
8. დრის მერტენსი ნაპოლი 56
9. ედინსონ კავანი პსჟ 52,5
10. ანდრეა ბელოტი ტორინო 52

"ოქროს ბუცის" გამარჯვებულები XXI საუკუნეში
2000/01 ჰენრიკ ლარსონი სელტიკი
2001/02 მარიო ჟარდელი სპორტინგი
2002/03 როი მაკაი დეპორტივო
2003/04 ტიერი ანრი არსენალი
2004/05 ტიერი ანრი არსენალი
დიეგო ფორლანი ვილიარეალი
2005/06 ლუკა ტონი ფიორენტინა
2006/07 ფრანჩესკო ტოტი რომა
2007/08 კრიშტიანო რონალდო მანჩესტერი
2008/09 დიეგო ფორლანი ატლეტიკო
2009/10 ლიონელ მესი ბარსელონა
2010/11 კრიშტიანო რონალდო რეალი
2011/12 ლიონელ მესი ბარსელონა
2012/13 ლიონელ მესი ბარსელონა
2013/14 ლუის სუარესი ლივერპული
კრიშტიანო რონალდო რეალი
2014/15 კრიშტიანო რონალდო რეალი
2015/16 ლუის სუარესი ბარსელონა
2016/17 ლიონელ მესი ბარსელონა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რამ გაგაბოროტა ასე? :D თუ არ იცი გეტყვი, რომ ოქროს ბურთი არის ინდივიდუალური ჯილდო და არა გუნდური... დამისახელე ერთი რამ რა გააკეთა კრისწინამ წელს მესიზე მეტი ინდივიდუალურად? თამაშგარედან გატანილი გოლები არ მიხსენო ახლა, მითუმეტეს მანდაც ჯობნის, ლიგის ბომბარდირიცაა. ბაიერნთან რომ იმსაჯა იმ მსაჯს გაატანონ კრისწინასთან ოქროს ბურთი გადასაცემად, ეკუთვნის ეგ პატივი :D
korben dalas-s
31 მაისი 2017 14:38
0
როგორც საკუთარ "ერთ ადგილს" ვერ ნახავს ადამიანი, თუ სარკე არ მოიშველია, ისევე ვერ ეღირსება მესი ოქროს ბურთის ხილვას.
თუ იუვემ მოიგო ლიგა, დარწმუნებული ვარ რომ ბუფონი მოიპოვებს მაგ ჯილდოს და ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება. თუ რეალი მოიგებს, მაშინ რონალდო. თუმცა ჯიჯის მაგ შემთხვევაშიც ექნება შანსი.
korben dallas
31 მაისი 2017 14:04
0
პლიუს კოპა დელ რეი აქვს მოგებული წელს ვულოცავ მესის მე-6 ოქროს ბურთს...
effe
31 მაისი 2017 13:27
0
სხვათაშორის ამის შემდეგ შეიცვალა გამარჯვებულის გამოვლენის წესი და ჩემპიონატის რეიტინგის მიხედვით გადავიდა ქულობრივ სისტემაზე
11
31 მაისი 2017 11:36
0
1996 წელს ოქროს ბუცი მოგებული აქვს ზესტაფონის "მარგვეთი"-ს თავდამსხმელ ზვიად ენდელაძეს. მას პრიზი არ გადაცემია, თუმცა გამარჯვებულად ითვლება. ეს დაფიქსირებულია ოფიციალურ საიტზეც
1
31 მაისი 2017 11:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული