ინგლისელები ფინალში ვენესუელას შეხვდნენ და ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი 35-ე წუთზე დომინიკ კალვერტ-ლევინი გახდა.
მესამე ადგილი იტალიას ერგო, რომელმაც ურუგვაის პენალტების სერიაში სძლია.
აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრებმა ბოლო 51 წლის განმავლობაში ყველა ასაკობრივ ნაკრებში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა.