გომისი და ბელჰანდა "გალათასარაიში"

AutoSharing Option
სტამბოლური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გულშემატკივარს ამ ორ ფეხბურთელთან მოლაპარაკების დაწყების თაობაზე ამცნო, თურქული საინფორმაციო საშუალებების ცნობით კი, ტრანსფერები უკვე გადაწყვეტილია - იუნეს ბელჰანდა და ბაფეტიმბი გომისი "ლომებში" ჩაირიცხებიან.

ბელჰანდა 27 წლისაა. ის საფრანგეთში ჩამოყალიბდა ფეხბურთელად, თუმცა სანაკრებო ასპარეზად ისტორიული სამშობლოს უპირველესი გუნდი, მაროკოს ნაკრები აირჩია. ფეხბურთელის ტრანსფერი კიევის "დინამოს" ეკუთვნის. გასული სეზონი ბელჰანდამ "ნიცაში" გაატარა. ამ გუნდის შემადგენლობაში მან საფრანგეთის ჩემპიონატის 31 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება ბაფეტიმბი გომისს, ის "სუონსის" კუთვნილებაა, თუმცა
სეზონი იჯარის წესით "მარსელში" დაასრულა. მან 31 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

თურქული კლუბის ხელმძღვანელობა კიდევ აპირებს რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული