პარაგვაის ნაკრების ფეხბურთელს ბრალს 6 წლის გოგონასთან სექსში სდებენ

AutoSharing Option
მექსიკური "ლობოსისა" და პარაგვაის ეროვნული ნაკრების შემტევი ხონათან ფაბრო სერიოზულ სკანდალში გაეხვა. მას ბრალად მცირეწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირი ედება.

ფაბრო, რომელიც პარაგვაის ნაკრების ყველაზე ცნობილი გულშემატკივრის, ლარისა რიკელმეს მეუღლეა, არასრულწლოვანთან სექსუალურ კონტაქტს 5 წლის განმავლობაში ამყარებდა. ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც გოგონა 6 წლის იყო.

ფაბროს პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც დაზარალებულის უფროსმა ძმამ, შემთხვევით, მათი მიმოწერა წაიკითხა და დას მოსთხოვა, ყველაფერი აეხსნა, რის შემდეგაც, მან პოლიციას მიმართა.

ფაბრო, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ამჟამად, სამართალდამცავებს ემალება.

ხონათან ფაბროს, პარაგვაის ეროვნული ნაკრების
მაისურით ჩატარებულ 13 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული