ოქროს ბურთი 2017: რას ამბობს კრიშტიანო კონკურენტებზე

AutoSharing Option
მაშინ, როცა მადრიდის "რეალი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ასპარეზობს ამერიკაში, კრიშტიანო რონალდო ზედმეტი დასვენების უფლებით სარგებლობს (რადგან კონფედერაციათა თასზე ითამაშა) და ჩინეთში იმყოფება. სწორედ იქ ჩაწერა პორტუგალიელი ვარსკვლავი ESPN -მა.

"რეალის" ფორვარდმა ამერიკულ გამოცემას განუცხადა, რომ 2017 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მას სამი კონკურენტი ეყოლება - ლიონელ მესი, ნეიმარი და რობერტ ლევანდოვსკი, თუმცა მეტოქედ მიიჩნევს გონსალო იგუაინსაც.

"როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ეს იქნება ბრძოლა ჩვენ შორის, თუმცა ლეო მესის გარდა, ოქროს ბურთისთვის იბრძოლებენ ნეიმარი და რობერტ ლევანდოვსკიც, ასევე შ
ესაძლოა, გონსალო იგუაინიც. ეს ბრძოლა ჯანსაღი და კონკურენტუნარიანია და ამიტომ მეც ძალიან მოტივირებული ვარ, რომ ყოველ წელს ვაჯობო ჩემს კონკურენტებს.

ყოველთვის სჯობს, საუკეთესოებს გაეჯიბრო, ეს გაძლევს უნიკალურ საშუალებას, მუდამ ფორმაში იყო. არასოდეს დაკარგავ კონცენტრაციას, რადგან ამ შემთხვევაში კონკურენტები გაგასწრებენ", - განაცხადა 32 წლის რონალდომ, რომელიც პრესტიჟული ტროფეის მოპოვების მთავარ პრეტენდენტად მოიაზრება, რადგან მან "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე და ჩემს მეგობრებს "ბარსას" ფანებს მესი გვინდა რომ გახდეს,მაგრამ რონალდუს აირჩევენ,რადგან ტიტულები აიღო და მხოლოდ ამიტომ
დათო
20:06 25-07-2017
0
ან რონი,ან მესი
MISHO MISHO
22:54 25-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული