კონკაკაფის ოქროს თასი აშშ-ს დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს დილით, ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, რომელიც აშშ-ს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასის პარალელურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკაკაფის ოქროს თასის გათამაშება მიმდინარეობდა. ფინალური დაპირისპირება დღეს დილით გაიმართა და მასპინძელმა იამაკიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ბრიუს არენას გუნდი ჟოზი ალტიდორმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დააწინაურა. მე-2 ნახევრის დაწყებიდან მალევე, უოტსონმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 88-ე წუთზე, მორისმა წინ კვლავ მასპინძლები გაიყვანა და ამერიკას ოქროს თასი მეექვსედ მოაგებინა.

დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, ოქროს თასების მხრივ რეკორდსმენ მექსიკას შეერთებული შტატები მხოლოდ
ერთი ტიტულით ჩამორჩება.

რაც შეეხება იამაიკას - ამ გუნდმა კონტინენტის პირველობის ფინალი ზედიზედ მეორედ წააგო. 2015 წელს, იამაიკელები მექსიკასთან დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული