UEFA ფინანსური ფეარ ფლეის წესებს გაამკაცრებს

AutoSharing Option
UEFA-ს კლუბების ლიცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ანდრეა ტრავერსომ ფინანსური ფეარ ფლეის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ფინანსური ფეარ ფლეი ისევ არსებობს და ჩვენ მომავალში წესებს კიდევ უფრო გავამკაცრებთ. გუნდებთან საუბარი მუდმივად გვაქვს. ისინი უკვე ინფორმირებულები არიან." - განაცხადა ტრავერსომ, რომელმაც კომენტარი "მილანის" ტრანსფერებზეც გააკეთა - "როსონერიმ" UEFA-ს ეგედით გამართულ მატჩში 2014 წლის მარტის შემდეგ პირველად ითამაშა. ამ გუნდის გამო გამონაკლისს არ დავუვებთ, რადგან გამონაკლისებს საერთოდ არ ვუშვებთ. ყველა გუნდს შეუძლია სატრანსფერო ბაზარზე თავისუფლად იმოქმედოს, მაგრამ ისინი სერიოზულად დაისჯებიან, თუ წესებს დაარღვევენ."

გავრცელებული ინფორმაციით, "მილანის" წარმომადგენლები UEFA-სთან, ფინანსურ ფერა ფლეისთან დაკავშირებით, ოქტომბერში ისაუბრებენ.

რაც შეეხება ფინანსური ფეარ ფლეის შედეგებს - UEFA-ს ცნობით, კლუბების ვალი 1.7 მილიარდიდან 300 მილიონამდე შემცირდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მთელი მსოფლიო მილანის წინააღმდეგაა..
Chachaan
12:06 29-07-2017
0
მთელი მსოფლიო მილანის წინააღდეგაა..
Chachaan
12:08 29-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული